რუსეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნულმა ვალერი კარპინმა "როსტოვში" შეთავსებით მუშაობა არ ისურვა და მის ნაცვლად გუნდი იური სიომინმა ჩაიბარა.
74 წლის სიომინს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მას თავისი ყოფილი ასისტენტი იური ბატურენკო დაეხმარება, რომელიც გასულ სეზონში "როტორის" თავკაცი იყო. სიომინი 2020 წელს "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ უმუშევარი იყო.
სიომინმა თქვა, რომ მარბელაში ისვენებდა და როგორც კი დაურეკეს, მაშინვე გაფრინდა რუსეთში და ხვალ გუნდს პირველად ავარჯიშებს.
სიომინმა თქვა, რომ მარბელაში ისვენებდა და როგორც კი დაურეკეს, მაშინვე გაფრინდა რუსეთში და ხვალ გუნდს პირველად ავარჯიშებს.
სიომინის "როსტოვში" პერსპექტივას პესიმისტურად აფასებენ. ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა თქვა, რომ წარმატების ნაკლები შანსი აქვს და თუ არაფერი გამოუვა,
ცოტას იხალისებენ მაინც. "ლოკოს" ყოფილმა პრეზიდენტმა ოლგა სმოროდსკაიამ კი მთლად ხაზი გადაუსვა - რაღა დროს სიომინის მწვრთნელობაა, მაგის დრო წავიდაო.
სიომინს მუდამ ჰყავდა გუნდში ქართველი ფეხბურთელები და საინტერესოა, თუ წაიყვანს ამჯერად ვინმეს.
ეტყობა ის ლექსი ქონდატ წაკიტხული ბავშვობაში;;;
ცვრიან ბალახზე ფეხშიშველმა თუ არ იარე,
რაა მამული?
და ეგონათ სადაც მწვანე მინდორია იქ მხოლოდ სიარული შეიძლებაო, რაც შეეხება ფეხშიშველას კი, იფიქრეს ადრე ფეხსაცმელი ჭირდა და ალბათ იმიტომ წერია ფეხშიშველაო.. მაგრამ ჩაიცვეს ბუცები და
.......................
ცვრიან ბალახზე ბუცები უნდა გეცვას, ტრუსებიც,
აგორო ბურთი,
ნუ გაიქცევი, ოფლს ნუ მოიდენ,
ისეირნე და ღუნე მაყუთი..
.........................
ამ ლექსის ავტორმა დაღუპა ქართული ფეხბურთი.. მარა გამოჩნდა ღვთისნიერი კაცი სიომინი და პირველმა მან უტხრა, ფეხბურთი ეს სირბილია ბურთით და ბურთის გარეშეოო.. მაგარი კაცი, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს...