"სპარტაკი" აქოთებული საღორეა" - ამტკიცებს "ბენფიკასთან" მარცხის შემდეგ რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
რუსი გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სპარტაკის" წარმატებულ ასპარეზობას ელოდნენ, მაგრამ "სახალხო გუნდი" მოსკოვში "ბენფიკასთან" 0:2 დამარცხდა და ახლა ყველა აკრიტიკებს. ცნობილმა კომენტატორმა ალექსეი ანდრონოვმა კი მთლად მიწასთან გაასწორა.

"საქმე სულაც არაა საკუთარ მოედანზე 0:2 წაგებაში. უარესიც მომხდარა.

საქმე იმაშია - როგორ. "ბენფიკა", რომელმაც პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ჩემი აზრით, ასეთი ავანტიურისტის დანახვისას ცოტა დაიბნა. "სპარტაკი" თამაშისთვის" მზად არ იყო. არაფერში. კვინტესენცია - აუტიდან ბურთის მეტოქისთვის გადაგდება.

"ბენფიკას" მიერ გატანილი გოლები დამამცირებელი გახლდათ. მინი-ფეხბურთი "სპარტაკის" საჯარიმოში. ეს გოლები შემთხვევითი არ
იყო - ასეთი მომენტები არაერთხელ შეიქმნა.

საფეხბურთო მარცხის მიზეზი სწრაფად მიეცემა დავიწყებას. ერთი კვირის შემდეგ "სპარტაკი" გამოვარდება და დიდ ფულს ვერ მიიღებს. მორჩა.

აქოთებული საღორე კი კიდევ დიდხანს იქნება. რა საჭირო იყო კომიკური სპექტაკლის კლუბის გარშემო მოწყობა, რატომ სწორედ ახლა?

"დადგა დრო, საქმე პროფესიონალებს ჩავაბაროთ". ფედუნის ეს სიტყვები ქვაზეა ამოსატვიფრი და ტუშინოს სტადიონის წინ დასადგამი, რათა ყველამ ნახოს.

"სპარტაკი" შეიძლება იყოს სუსტი, რაც ნორმალურია. ეს უცილობლად ბევრს ახარებს (მე - არა), მაგრამ ის არ შეიძლება გადაიქცეს სასაცილოდ", - წერს ანდრონოვი თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთი დაღუპავს ამათ ..
8
ჩვენ რა გვეშველება
ისიდორე
23:53 05-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული