მესი რონალდოს გამოწვევას დათანხმდა

AutoSharing Option
და დადგა ის დღე, რომელსაც "ბარსელონას" გულშემატკივრები არასდროს ისურვებდნენ - ლიონელ მესის 2021/22 წლების სეზონისთვის ახალ კლუბში ვიხილავთ.

ევროპული ფეხბურთის გიგანტები არგენტინელი ვარსკვლავის დამატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, კრიშტიანო რონალდოს სურვილი კი ახდა...

"მინდა ერთ დღესაც ის იტალიაში ვიხილო" - თქვა რონალდომ 2020/21 წლების სეზონის მიმდინარეობისას.

"ვიმედოვნებ, ლეო კომფორტის ზონას დატოვებს და ჩემს გამოწვევას დათანხმდება, თუმცა, თუ ის "ბარსელონას" შემადგენლობაში თავს ბედნიერად გრძნობს, მაშინ მე უდიდესი პატივისცემის გარდა არაფერი დამრჩენია".

გუშინ მესი კრიშტიანოს გამოწვევას დათანხმდა, მაგრამ შემტევი, დიდი ალბათობით, "მანჩესტერ სიტის" ან
"პარი სენ ჟერმენს" შეუერთდება, იტალიიდან კი შემოთავაზებები ჯერ კიდევ არ ჩანს, მაგრამ ფაქტი ერთია, მესი კომფორტის ზონას მოშორდა...

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
როგორც მესის ფანისთვის, ეს არის, ყველაზე საზიზღარი, შავი დღე ჩემს ცხოვრებაში. ტებას ერთ ადგილას, შეიტენე შენი რეგულაციები. მესის სახელს ხომ კარგად იყენებდით, როცა გჭირდებოდათ? კატალონიელო ფანებო, გამოეთრიეთ და გააპროტესტეთ, რას გაჩუმებულხართ, მესიმ ამდენი ზღაპრული თამაშები გვაჩუქა, ჩვენ ფეხბურთის გულშემატკივრებს და ასე ვუშვებთ?! ლეგენდები რომლებიც ხელის გულზე სატარებლები არიან, პირიქით ვექცევით. ლეო სადაც არ უნდა წახვიდე და რომელ გუნდშიც არ უნდა გადახვიდე, ყოველთვის მაგ გუნდის ქომაგი გავხდები, ისიც შენს გამო, უდიდესო ფეხბურთელო! მერამდენენ უკვე: სირცხვილი ბარსას ხელმძღვანელობას, სირცხვილი უმაქნისს ტებასს და ყველას ვინც ინერტულობა გამოიჩინეთ, ლეო მესის მიმართ.
barsa mesi
12:08 06-08-2021
5
ისე ნეიმარის ურეჟიმობაზე ცოტა კი ვბრაზობდი, მაგრამ ამ გადასახედიდან, კარგს აკეთებს, რომ არ იკლებს, არც გართობას და არც დასვენებას. ხელფასი მოსდის ჩეჩქვივით და რაში სჭირდება ზედმეტი დატვირთვა? მესიმ თუ შესწირა თავი ბარსას, დაუფასეს? ყველაფერს წარმოვიდგენდი და ლეოს თუ ამას აკადრებდნენ, ალალად არა. რატომ ვახსენე ნეიმარი? ნამეტანი გადაყოლა თურმე არ ვარგა არაფერში, მაინც არ დაგიფასდდება. ვინც არ აკეთებს არაფერს, ის უფრო დაფასებულია, სამწუხაროდ. რამხელა დანაშაული ჩაიდინა ბარსას ხელმძღვანელობამ, უფრო მეტიც უპატიებელი, ამას გვიან მიხვდებიან, მაგრამ რაღა დროს? ლეოს, გიჟის მეტი არავინ გაუშვებდა.
ლაპორტ, ტებესს თქვენი...
15:26 06-08-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული