უკრაინის ნაკრებს სერგეი რებროვი ჩაიბარებს

AutoSharing Option
meta-ratings-ის ცნობით, უკრაინის ნაკრების მწვრთნელად 47 წლის სერგეი რებროვი დაინიშნება.

"რებროვმა" იურისტების მეშვეობით მოახერხა არაბთა გაერთიანებული საამიროების "ალ-აინის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება და ხელშეკრულებას გაწყვეტს. მას უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია 2+1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებს.

რებროვის დანიშვნას ორშაბათს ფეხბურთის ასოციაციის აღმასკომზე დაამტკიცებენ.

რებროვი 2018-2021 წლებში "ფერენცვაროშის" თავკაცი იყო, რომლის ღირსებასაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იცავენ.

რებროვი უკრაინის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ანდრეი შევჩენკოს შეცვლის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული