პედრიმ თავისი გაიტანა და საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველმა პედრიმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე სარეკორდო 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კატალონიურ კლუბს მისი ესპანეთის ნაკრებში გაშვება არ უნდოდა, მაგრამ მან სექტემბერში ეროვნული გუნდის თამაშების გამოტოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა.

პედრის სურს "ფურია როხას" მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში და მუნდიალზე გასვლაში დაეხმაროს. მას მწვრთნელი ლუის ენრიკე უთუოდ უხმობს.

ესპანეთის ნაკრები 2 სექტემბერს შვედეთს, 5 სექტემბერს საქართველოს, ხოლო 8 სექტემბერს კოსოვოს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხედავთ? 18 წლის პედრიმ ბარსელონაში სეზონზე 73 თამაშში მიიღო მონაწილწობა, კვარამ კი ორი თამაში ვერ ითამაშა 3 დღიანი შუალედით, ჩვენ კიდევ ბუნდესლიგა არ გვინდა მაინცდამაინც ტოპ 5-ის გუნდში უნდა გადავიდესო. ასე რომ ჯერ სადაცაა იქ დაამტკიცოს, რომ ლიდერია და კარგი ფიზიკა აქვს, მერე კი დიდება თავისით მოვა. ნუ ხართ ეს ქართველები სულწასულები.
ჟორა
18 აგვისტო 2021 08:34
6
მთლად სწორი შეფასება არაა. პოზიციურად და ფუნქციურად ორი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია. კვარას მთელი თამაში ფლანგზე სირბილი და უფრო აგრესიული მოქმედებები აქვს დავალებული, რაც ბევრად უფრო დამღლელია, მითუმეტეს იმ მინდვრებზე სადაც უწევს სირბილი
დავით
18 აგვისტო 2021 10:54
1
ბუნდესლიგა ტოპ 5ში არაა?
გიორგი
18 აგვისტო 2021 09:42
0
ყველა გამოხმაურება
ყველამ დ ა ა ს ვ ე ნ ე თ ხვიჩააააა! მართლა შეუკიკინეთ უკვე.
ბიჭოს აღარ დაიღალეთ?
18 აგვისტო 2021 15:02
1
კვარასთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდა ქართველ გულშემატკივარს მარა ფიზიკაში უნდა მოუმატოს აუცილებლად .
vova
18 აგვისტო 2021 12:52
0
და ეს "ნუ ხართ ეს ქართველები სულწასულები"
საიდან მოიტანე
იქნებ სჯობდა დაგეწერა: "ნუ ვართ....."
თან გიორგიმ სწორად გითხრა ბუნდესლიგაზე

ჟორას
18 აგვისტო 2021 11:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული