სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები პირველად გავიდნენ ევროტურნირებზე

AutoSharing Option
გაირკვა კონფერენს ლიგის ოცდათორმეტივე მონაწილე, რომლებიც კენჭისყრის შედეგად რვა ჯგუფში განაწილდებიან.

პირველად გავიდნენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები: "ალაშკერტი", "ლინკოლნი" და "ფლორა".

"ალაშკერტი" ევროპა ლიგის პლეი-ოფში "რეინჯერსთან" დამარცხდა (0:0, 0:1) და ასპარეზობას რანგით დაბალ ტურნირზე გააგრძელებს. ამ გუნდში 28 წლის ნახევარმცველი დავით ხურციძე (იხ. ფოტო) თამაშობს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ადრე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა (2013/14 და 2017 წლებში).

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "ლინკოლნმა" "რიგა", ხოლო "ფლორამ" "შემროკ როვერსი" დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
კობიაშვილ-მუჯირი არ დაგეკარგოთ არსად და ფიფია-ხეჩიკაშვილი. არც ხ. მურთაზი და ძმანი მისნი ფსევდო ვეტერანები, საერთოდ ხმას რომ არ იღებენ, ან რა უნდა ამოიღონ, რაც არ იციან სხვას რა უნდა ასწავლონ. სანამ ფედრაციის მმართველობაში პროფესიონალი მენეჯერები არ მოვლენ, მანამ ამ ჭაობში ვიქნებით. ბიუჯეტიდან დაფინანსება საერთოდ უნდა შეჩერდეს, ამდენი წურბელა რომ არის მიმჯდარი "კარმუშკაზე".
ირაკლი
16:23 27-08-2021
1
გიბრალტარის ჩემპიონატში 11 გუნდია და ყველა ერთ სტადიონზე თამაშობს(პატარა ქვეყანა და სხვა რაგაცეებს რომ თავი დავანებოთ) ჩვენი "პროფესორები" იძახიან სანამ ბევრი სტადიონი არ გვექნება და უფრო მასობრივი არ გახდება ფეხბურთი, ჯგუფზე ნუ გველაპარაკებითო. ესტონეთის ნახევრად სამოყვარულო ფეხბურთის ხსენებაც არ ღირს მემგონი
გიო
11:52 27-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული