სლუცკი "რუბინის" დამარცხებას კვარაცხელიასა და დესპოტოვიჩის არყოფნას აბრალებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში "რუბინი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "კრასნოდართან", ნამატჩევს კი ყაზანური გუნდის მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს.

- კონფერენს ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "რუბინს" გამარჯვება არ მოუპოვებია. "რაკუვთან" წაგებამ გუნდს ასეთი მძიმე დარტყმა მიაყენა?
- მძიმე დარტყმა ჯორჯე დესპოტოვიჩისა და ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნამ მოგვაყენა. ესენი შეტევის ჯგუფში ჩვენი წამყვანი მოთამაშეები არიან. ჩვენ მათი სრულფასოვნად შემცვლელები არ გვყავს. საკმაოდ ძნელია შემტევი მოქმედებების წარმოება, როდესაც ბევრი რამ ამ მოთამაშეებზეა აგებული.

"რუბინი" 11 ქულით მე-5 ადგილზეა და 12 სექტემბერს "ურალს" უმასპინძლებს.

ყაზანურ კლუბს თავდამსხმელ
ივან იგნატიევის ტრანსფერის თანხა ჯერ ბოლომდე არ გადაუხდია "კრასნოდარისთვის" და ამის გამო ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს, თუმცა ორი შემტევის დამატებას მაინც აპირებენ: "მიდტიულანდის" გარემარბ ანდერს დრაიერის 7 მილიონ ევროდ და "სელტიკის" ფორვარდ ოდსონ ედუარის 18 მილიონად შეძენას, რომელიც გასულ სეზონში გატანილი 18 გოლით შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ხდება ამ ფეხბურთში ვერ გაიგებ. ფეხბურთელის გაყიდვა რაღაც თვითმიზნადაა გამხდარი. ყიდის თავისას და ისეთივეს ყიდულობს სხვიდან, ანუ "თხა გავყიდე თხა ვიყიდე სარგებელი სადაა?
ჰავლაბრელი ტიღუა
18:11 28-08-2021
2
მაკაროვი არ უნდა გაეყიდა რუბინს
aleksandre
14:34 28-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული