ზაფხულში „რუბინში“ სერიოზული ცვლილებები მოხდა. გუნდმა 10 მილიონად მიჰყიდა გარემარბი დენის მაკაროვი მოსკოვის „დინამოს“, რომელიც მოხარულია იმით, რომ მისი სეზონური გასამრჯელო 150 ათასი ევროდან 800 ათასამდე გაიზარდა. სამაგიეროდ, ყაზანურმა გუნდმა ორი ნახევარმცველი დაიმატა: სეად ჰაკშაბანოვიჩი (ნორჩოპინგი) და ანდერს დრაიერი (მიდტიულანდი) – 6-6 მილიონად. „სელტიკში“ გადასული კარლ სტარფელტის ნაცვლად (5 მილიონად გაყიდეს) „რიზესპორისგან“ მცველი მონტასარ ტალბი იყიდა. მცველ სილვიე ბეგიჩს „კრილია სოვეტოვში“ გაანათხოვრებენ, ხოლო ნახევარმცველ დარკო ევტიჩს გაისამდე აეკ-ში იჯარით გაუშვებენ, რის შემდეგაც ათენურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. ასევე
დაემშვიდობებიან იაპონელ მიცუკი საიტოს. თავდამსხმელი ივან იგნატიევი სათამაშო დროის სიმცირეს უჩივის და „ზულტე-ვარეგემში“ სურს გადაბარგება.
„რუბინს“ "სელტიკის" 23 წლის თავდამსხმელ ოდსონ ედუარის შეძენა უნდა, რომელიც გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ გლაზგოური კლუბი მას საკმაოდ ძვირად აფასებს - 18 მილიონად.
შეგახსენებთ, „რუბინმა“ ზურიკო დავითაშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი კი ჯერ ვერ განხორციელდა.
Evropis top clubebio milanio gladbachio tottanhamio da bolos darcha chveni super varskvlavi rubinis kazanshi? Hahahahha magrad mecineba