მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე უკრაინის ნაკრებმა ზედ საფინალო სასტვენის წინ ნურ-სულთანში ყაზახეთთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
დებიუტში სტუმრები რომან იარემჩუკმა დააწინაურა, 74-ე წუთზე "ტობოლის" ნახევარმცველმა რუსლან ვალიულინმა ანგარიში გაათანაბრა, 90+3-ე წუთზე "შახტარის" 20 წლის თავდამსხმელმა დანილო სიკანმა უკრაინა ისევ წინ გაიყვანა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყდა, მაგრამ 90+5-ე წუთზე ვალიულინმა დუბლი შეასრულა და - 2:2.
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე პეტრაკოვმა დაიჩივლა, რომ უამრავი ბავშვური შეცდომა დაუშვეს, თავისი ფეხბურთელების მაგივრად ვერ გავა მოედანზე და ვერ გაიტანს გოლს.