არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მძიმე ტრავმას ვენესუელის წინააღმდეგ გამართულ (3:1) მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში გადაურჩა.
შეხვედრის 27-ე წუთზე მასპინძელთა მცველი ლუის მარტინესი (მოედანზე 2 წუთის გამოსული იყო) სისწრაფეზე გაშლილი ფეხით წვივში შეეჯახა პსჟ-ის ფორვარდს.
თავიდან შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მარტინესს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა VAR-მა გადაწყვეტილება შეცვალა და ფეხბურთელი მოედნიდან მიაბრძანა.
გარკვეული პერიოდი ლეო წამოდგომას ვერ ახერხებდა, თუმცა ტრავმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.