მესის ლამის ფეხი მოსტეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მძიმე ტრავმას ვენესუელის წინააღმდეგ გამართულ (3:1) მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში გადაურჩა.

შეხვედრის 27-ე წუთზე მასპინძელთა მცველი ლუის მარტინესი (მოედანზე 2 წუთის გამოსული იყო) სისწრაფეზე გაშლილი ფეხით წვივში შეეჯახა პსჟ-ის ფორვარდს.

თავიდან შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მარტინესს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა VAR-მა გადაწყვეტილება შეცვალა და ფეხბურთელი მოედნიდან მიაბრძანა.

გარკვეული პერიოდი ლეო წამოდგომას ვერ ახერხებდა, თუმცა ტრავმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს დამპალი მცველი, შეგნებულად წავიდა ჩეხვაზე, ვითომ არ იცოდა რაზე მიდიოდა არა? გულზე მოგვეშვა, როცა ლეო წამოდგა. !
1
ლუის მარტინესს, შენს ფეხებს დააკვდა კოვიდი.:DDD
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული