"ფრანგები ბაყაყებს ჭამენ, ჩვენ არა" - პეტრაკოვმა უკრაინელი ფეხბურთელები გაამხნევა

AutoSharing Option
4 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრები კიევში საფრანგეთს უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ კომენტარი მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ალექსანდრე პეტრაკოვმა გააკეთა.

"ყველაფერი წინაა. გული არ უნდა გავიტეხოთ, უკეთ თამაში და ფრანგების დამარცხება გვმართებს.

ყაზახეთთან შეხვედრის შემდეგ გასახდელში შევედი, ცუდი არაფერი მითქვამს, ბიჭები გავამხნევე. ვუთხარი, რომ არაფერია საგანგაშო, კიდევ გვაქვს თამაში. არის საფრანგეთი, ფეხბურთის თამაშია საჭირო, არავისი არ უნდა შეგვეშინდეს, ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან - მხოლოდ ფრანგები. ისინი ბაყაყებს ჭამენ, ჩვენ - არა, მორჩა", - თქვა პეტრაკოვმა უკრაინის ფეხბურთის
ასოციაციის "იუთუბ-არხის" ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი შოვინტი ხეა
გრიგოლი1408
20:49 04-09-2021
0
რა ინტელექტუალია როგორ დამუხტა გუნდი, როგორი ღრმა და თან გასაგები შედარება მოიტანა, მწვრთნელი ფილოსოფოსი მოაზროვნე, გიგანტი.
ნიკო
01:19 04-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული