"ფარისევლებო და კოლონიზატორებო, ლონდონი ჩემპიონატისას შარდში ჩაიხრჩო, იტალიას გამარჯვება არ მიულოცეთ" - უნგრელმა ისტორიკოსმა ბორის ჯონსონს შეუტია

AutoSharing Option
ბუდაპეშტში უნგრეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისას მასპინძელთა გულშემატკივრებმა თამაშის წინ მუხლმოდრეკილ სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს უსტვინეს, შემდეგ კი რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს და ჭიქები ესროლეს. თანამემამულეებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოექომაგა, რომელმაც ფიფას მადიარების დასჯისაკენ მოუწოდა. საპასუხოდ ჯონსონს ღია წერილით ცნობილმა უნგრელმა ისტორიკოსმა და მეწარმემ, მარია შმიდტმა მიმართა:

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! შოკირებული ვარ თქვენი შეტყობინებებით, რომლებიც უნგრელი ფანების სავარაუდო რასიზმს გმობს. ის გამოხატავს თქვენს ტიპურ ბრიტანულ კოლონიზატორულ პოზიციას.

ბრიტანელი ფეხბურთელები ჩვენს დედაქალაქში სტუმრების რანგში ჩამოვიდნენ და
უნგრელი ქომაგები გააღიზიანეს ჟესტით, რომელსაც ჩვენ ფარისევლურად ვთვლით.

ასწლეულების მანძილზე ბრიტანეთს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი კოლონიზებული ჰყავდა, ჩვენ კი ეს არასოდეს გაგვიკეთებია. აი, ამიტომ გირჩევთ დაზოგოთ თქვენი მუხლებით თამაშები იმ ქვეყნებისადმი, სადაც ამაზე მოთხოვნაა.

ცრუ და დემონსტრაციული გამოვლინებებით თქვენ ხელს არ უწყობთ ჩადენილი საქციელის მონანიებას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ, უნგრელებს, ბრიტანელებისგან კარგი არაფერი მიგვიღია.

პასუხისმგებლობა ტრიანონის საზავო ხელშეკრულებასა და დანაშაულებრივ ვერსალის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში გადატანილ იქნა ბრიტანელების მიერ საფრანგეთზე. ახლა კი არავის მიაჩნია, რომ იმ დროისთვის მსოფლიოს მძლავრი სახელმწიფო ბრიტანეთი განადგურებული და დამხობილი საფრანგეთის მითითების მიხედვით მოქმედებდა. ასევე 1918 წელს ბრიტანულმა ბლოკადამ თითქმის მილიონი გერმანელის შიმშილით სიკვდილი გამოიწვია და ეს ზავის შემდეგ. გერმანიას თუნდაც მცირე სიმამაცე რომ ჰქონდეს, ამ საკითხს წამოჭრიდა.

და მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომისას მილიონობით ინდოელი შიმშილით იმის გამო დაიღუპა, რომ ბრიტანელებმა ხორბლის თესლი წაართვეს. რა თქმა უნდა, თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ჩერჩილის რასისტული თავის მართლება - წინააღმდეგ შემთხვევაში მისაბაძ მაგალითად არ ჩათვლიდით.

და ჩვენ ვერასოდეს, ვიმეორებ, ვერასოდეს ვერ გაპატიებთ იმას, რომ 1944 წლის შემოდგომაზე სტალინთან ერთად ჩვენი რეგიონი გაიყავით.

თუმცა, მოდით, ფეხბურთს დავუბრუნდეთ. ევრო 2020-ის დროს ბრიტანელი ფანები ისე იქცეოდნენ, როგორც ნაძირლები - როგორც ათწლეულების მანძილზე. რამდენიმე გულშემატკივარს ფიზიკური, ხოლო იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც პენალტი ვერ გაიტანეს, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

არც პრინცმა უილიამმა და არც თქვენ, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდით, არ მიულოცეთ იტალიას ჩემპიონობა - მართლაც საშინელი საქციელია. ისევე, როგორც იტალიის ჰიმნისას სტვენა. ძლეული ინგლისელები არ დაელოდნენ იტალიელთა ჩემპიონებად გამოცხადებას, გამარჯვებულთა მიმართ პატივისცემა არ გამოიჩინეს.

ბრიტანელი ფანების გამო ლონდონი ნარწყევში, შარდსა და ნაგავში ჩაიხრჩო. ისინი გადალახავდნენ წინაღობებს, ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიძვრებოდნენ სტადიონზე - და ეს პანდემიის დროს. ისე იქცეოდნენ, როგორ სჩვევიათ. მე კიდევ ველი მათ დასჯას, რადგან ჩვენ მიმართ, რა თქმა უნდა, სამაგალითო ზომებს გაატარებენ.

ბორის ჯონსონ, თქვენ პატარა, დანგრევის პროცესში მყოფ ქვეყანას უდგახართ სათავეში. შეიგნეთ ეს და საკუთარ სახლში დასუფთავებით დაკავდით. ბევრი საქმე გელით".

მკითხველის კომენტარები / 41 /
20 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ზუსტად ვიცი, ინგლისელებზე უფრო ამაზრზენი მხოლოდ რუსები არსებობენ!!! ქალიან-კაციანად!!!
xato
07 სექტემბერი 2021 11:12
10
თბილისიც შარდში იხრჩობა,თუ არ გჯერათ გადადით გადასასვლელებში ღამით და მიხვდებით,რომ ეს ქალაქი ღამით ყარს.თან უსახლკარო ადამიანები პირდაპირ ასფალტზე წვანან და იქვე ისაქმებენ.გადით ღამით რუსთაველზე და დარწმუნდებით.
888
07 სექტემბერი 2021 09:51
14
ქუჩებში მოშარდვა, ევროპელებისგან ვისწავლეთ, გვახსოვს თბილისში დინამოს სტადიონზე როგორ ურცხვად მოშარდეს, ყველას თვალწინ, ერთერთი ევროპული გუნდის ფეხბურთელებმა.
888-ს ოთარი
07 სექტემბერი 2021 12:02
2
ინგლისელზე შებერტყილი ერი არ არსებობს! ამათი ქლესა პოლიტიკა, არ გაიშვა! კი ბატონო ამათ იმდენი აქვთ სხვის მიწაზე მიქარული და დანაშაული სხვა ერების მიმართ რომ, ამ დანაშაულს და ცოდვების მონანიებას ვითომ მარტო ცალ მუხლზე დგომა უშველიის? რაღაც ძაან მეეჭვება./ მაგან ესენი თუ რამეს აკეთებენ მხოლოდ საკუთარი თავის ინტერესის გამო, ძალიან ბრიყვი და ტუტიცი თუ დაიჯერებს ამათ მუხლმოდრეკას.// თავიანთი თავისთვის იდეალურები არიან, ისევე როგორც რუსები, როგორც აშშ. როგორც ყველა ძლიერი სახელმწიფო./ უგრეთში როგორც ჩანს დღესდღეობით სწორად მოაზროვბე ხალხი მთავრობა ყავს, განსხვავებით ჩვენგან, ჩვენი მთავრობა და ოპოზიცია ერთი და იგივეა, ამათმა მკაცრად გააკრუტიკეს ინგლისი, და ჩვენთან კოსოვო იყო, რომლსაც არ ვაღიარებთ და არაფერი განცხადება არ გაგვიკეთებია, ხვალ რომ სერბეთმა აფხაზეთის ან სამაჩაბლოს ნაკრებს ოფიციალურად უმასპინძლოს და თან გულთბილი დახვედრა მოუწყოს, აი მაშინ ხო იქნებით ღირსები ???
Vasili
07 სექტემბერი 2021 09:29
8
გულზე მოხვდა ამ გაჩეჩილს ეტყობა მწარე სიმართლე!
ბექა
07 სექტემბერი 2021 07:52
2
უნგრელები არიან ძალიან მაგრები და ყოჩაღ მათ!!!
გეგი
07 სექტემბერი 2021 02:26
6
უნგრელები მაგრები არიან, რადგან ებრძვიან გლობალუსტებს, ანუ ნეო-მარქსისტებს. თამაშინ წინ მუხკებზე დამხობა გუნდრუკია BLM-ის. ეს კი მარსისტული და ტერორისტული ორგანიზაციაა რომელმაც ამერიკის ზანგურ კვარტალებში გაძარცვა და გადაწვა მცირე მაღაზიები და საწარმოები.
სიმაგრე-ს
07 სექტემბერი 2021 12:26
3
დავაჭირე ლაიქს.მაინც რაში გამოიხატება უნგრელების სიმაგრე?!
შეცდომით
07 სექტემბერი 2021 03:34
40
გამიკვირდა, რომ ამ საიტზე ინტელექტუალები შემოდიან. ძირითადად ფეხბურთზე რაღაც ისეთი კომენტარები იდება, წესიერად ვერ გაიგებ კაცი, რას წერენ და რა უნდათ. ინგლისმა, როდესაც ანტანტას ფაქტიურად მართავდა, ჩვენც ბევრი გაგვიფუჭა. ახლა ამაზე, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეზე ლაპარაკი მიღებული არ არის, მაგრამ ვინც ისტორია იცის, მიხვდება, რაზეც მივანიშნებ. ნეტა ყველა თქვენსავით მოაზროვნე იყოს. გმადლობთ.
სანდრო
07 სექტემბერი 2021 02:25
4
ინგლის იყო სწორედ სომხებს რომ დაუდგა გვერდით და მოგებული ომში არაფერი რომარ გვერგო.სწორედ ინგლისი წაქეზებიდ დაგვესხა სომხეთი თავს.ინგლისი გაიპარა კუდამოძიებული როცა წითელი არმიელები გამოჩდნენ.აი უნგრეთი კაცურად გაცა პასუხი
მოსეხონელი
07 სექტემბერი 2021 08:09
1
დაწერე პირდაპირ და თქვი, რომ სწორედაც მაგ ბრიტანელების დამსახურებითაა დაკარგული ლორე-ტაშირი!!!! მტერს პირდაპირ უნდა უწოდოთ მისი ნამდვილი სახელი, მტერი!
დორმიდონტ
07 სექტემბერი 2021 08:00
2
რუსეთუმე არა ვარ,მაგრამ ესაა ის ევროპული ოჯახი-სადაც "დაბრუნებას" ვესწრაფვით?
Levani
07 სექტემბერი 2021 02:21
14
ისე შეხსენებისთვის: არა ნაკლები ოკუპანტები არიან, თურქებიც (უდიდესი ქართული ტერიტორიის მითვისება) აზერებიც (დავით-გარეჯი, საინგილო, ჰერეთი) და რა ვიცი, ვინ აღარა? ვისაც ევროპა არ გვევასება, ეს არ ნიშნავს, რომ "დიდი რუსეთი" მოგვწონს. ჩემი საქართველო ყველას და ყველაფერს მირჩევნია!
ქართველი
07 სექტემბერი 2021 14:06
1
ლევან, თუ არც რუსულ "ოჯახში" დაბრუნება გინდა, დაგეთანხმები. რუსი მთავარი მტერია და ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. თანაც, არ დავიწყება ადვილია, აქვე უდგას ჯარი.
გიორგი
07 სექტემბერი 2021 12:35
7
ყველა გამოხმაურება
გერმანული წარმომავლობის უნგრელ ისტორიკოსს სხვაზე ხმა არ აქვს ამოსაღები!!!მას თუ დაავიწყდა,ჩვენ შესანიშნავად გვახსოვს უნგრელთა არაამქვეყნიური სისასტიკე სხვადასხვა ერების,განსაკუთრებით მართლმადიდებელი რუმინელებისა და სერბების წინააღმდეგ,ასე რომ ხმა გაიკმინდოთ გიჯობთ!!!აღარაფერს ვამბობ უნგრულ სეპარატიზმე(სერბეთში,სლოვაკეთში და განსაკუთრებით რუმინეთში),რომელმაც ყველას მოაბეზრა თავი!!!რაც შეეხება პატარა ქვეყანას,სწორედ თქვენ,უნგრელებს გახასიათებთ და გაწუხებთ პატარა ერისა და ქვეყნის სინდრომი!!!სწორედ თქვენ უნგრელები უსტვენთ სხვა ქვეყნების ეროვნულ ჰიმნებს და ამას აკეთებთ გასვლით მატჩებზეც კი!!!ინგლისელი ფანები კი,რა ნაგვებიც იყვნენ,ის ნაგვები დარჩებიან!!!
ვის ვის და
07 სექტემბერი 2021 01:42
17
მე არაფერს ვაბრალებ უნგრელებს!ყველაფერი,რაც დავწერე ისტორიული ფაქტებია!დანარჩენში კი გეთანხმები,ძალიან მაგრად მოიქცნენ და ბედნიერი ვიქნები თუ საქართველოც იგივეს იზამს!
ვის ვის და-სს
07 სექტემბერი 2021 16:12
0
რაც გინდათ ის დააბრალეთ უნგრელებს, მაგრამ ეხლა ხომ ყველას გადაუჯოკრეს, რომ აკრძალეს ლიბერასტების და ლგბეტეების თემების, პროპაგანდა? აი ეს არის საზომი, მათი პატრიოტობის! ყოჩაღ უნგრეთო!!!!!!
ვის ვის და-სს
07 სექტემბერი 2021 09:50
8
ყველა გამოხმაურება
უნგრელებს აქვთ ის,რაც ჩვენ ბოლო 30 წელში, თითქმის მთლიანად დავკარგეთ.ეროვნული ღირსების შეგრძნება.კიდევაა იმედი,რომ აღვიდგენთ.
სოსო
07 სექტემბერი 2021 01:38
7
რასაც ვფიქრობდი ყველაფერი უთხრა
ლაშა
07 სექტემბერი 2021 01:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული