ზახარიანი "ბარსელონაში" გადასვლაზე უარს განაცხადებს

AutoSharing Option
წარმოშობით სომეხმა ნახევარმცველმა, სამარაში დაბადებულმა 18 წლის არსენ ზახარიანმა, რომელიც მოსკოვის "დინამოს" ღირსებას იცავს, რუსეთის ნაკრები აირჩია და მის რიგებში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, აგვისტოში მისი თამაშის სანახავად მოსკოვში "ბარსელონას" სკაუტების სამსახურის თავკაცი ხოსე მარია ბაკერო იყო ჩასული, დღეს კი ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ირწმუნება, რომ მალე კლუბებს შორის მოლაპარაკება დაიწყება.

თუმცა, თურმე, თავად ზახარიანი "ბარსაში" გადასვლაზე არ დათანხმდება, ვინაიდან მისი გარემოცვა მიიჩნევს, რომ უცბად ამხელა ნახტომი სასარგებლო არ იქნება.

ზახარიანმა რუსეთის პრემიერლიგაზე ამ სეზონში 7 მატჩში 1 გოლი
გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჯანო ანანიძის მსგავსი ა,თუმცა ფიზიკურად უფრო ძლიერი.
ჯუჯი
06:05 15-09-2021
1
აგენტების კიდევ ერთი ზღაპარი
გიორგი
23:26 14-09-2021
3

სიახლეები პოპულარული