ზახარიანი "ბარსელონაში" გადასვლაზე უარს განაცხადებს

AutoSharing Option
წარმოშობით სომეხმა ნახევარმცველმა, სამარაში დაბადებულმა 18 წლის არსენ ზახარიანმა, რომელიც მოსკოვის "დინამოს" ღირსებას იცავს, რუსეთის ნაკრები აირჩია და მის რიგებში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, აგვისტოში მისი თამაშის სანახავად მოსკოვში "ბარსელონას" სკაუტების სამსახურის თავკაცი ხოსე მარია ბაკერო იყო ჩასული, დღეს კი ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ირწმუნება, რომ მალე კლუბებს შორის მოლაპარაკება დაიწყება.

თუმცა, თურმე, თავად ზახარიანი "ბარსაში" გადასვლაზე არ დათანხმდება, ვინაიდან მისი გარემოცვა მიიჩნევს, რომ უცბად ამხელა ნახტომი სასარგებლო არ იქნება.

ზახარიანმა რუსეთის პრემიერლიგაზე ამ სეზონში 7 მატჩში 1 გოლი
გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თურმე ბარსელონაში გადასასვლელად საკმარისია ერთი გოლის გატანა,ნეტა ვის აბოლებენ?
ბექა
18:29 14-09-2021
4
ბარსა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ უდიდესი ტალანტია. თავისი ასაკისთვის არაბუნებრივად ჭკვიანი და ელეგანტურია.
ქომაგი
20:52 14-09-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული