გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და უკვე "უოტფორდის" ყოფილი თავკაცი ჩისკო მუნიოსი ესპანურ EstadioDeportivo-ს ესაუბრა:

"უოტფორდმა" ფრთები შეუკვეცა ჩისკოს, რომელმაც კლუბი პრემიერლიგაში აღაზევა.

ესპანელი მე-13 მწვრთნელია, რომელიც "უოტფორდმა" 2012 წლის შემდეგ გაათავისუფლა, რაც აჩვენებს, თუ რამდენად რთულია "ვიკარაჟ როუდზე" მუშაობა. ჩისკო თავის მიერ შესრულებული სამუშაოთი ამაყობს:

"საკმაოდ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. პრობლემა არც კლუბთან და არც ფეხბურთელებთან არ მქონია. ვერ ვიკამათებ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ობიექტური არაა და მისი შეცვლა არ შემიძლია.

პრემიერლიგაში ახლა არის 4 გუნდი, რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს გამარჯვებას, რადგან ეს მარტივი
არაა. ძალიან ვისიამოვნე და წარმოუდგენელი დრო გავატარე. რა თქმა უნდა, რაღაც არასწორად გავაკეთე, მაგრამ ჩემი მუშაობით კმაყოფილი ვარ.

ეგოისტი არ ვარ და ახალ თავკაც კლაუდიო რანიერის, კლუბთან ერთად, წარმატებებს ვუსურვებ.

ჩემი მიზანია ინგლისურის ცოდნა გაუმჯობესება. ფეხბურთის ყურება - ეს ჩემი გატაცებაა. ვაპირებ ესპანეთში გამგზავრებას. მინდა იტალიური ფეხბურთი ვნახო - ვარჯიშები, საფეხბურთო გადაცემები და სწავლის გაგრძელების სხვადასხვა შესაძლებლობა."

"უოტფორდს" 7 თამაშის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს, უახლოეს ტურში კი "ლესტერში" პრემიერლიგის მომგებ, იტალიელ კლაუდიო რანიერისთან ერთად, "ლივერპულს" უმასპინძლებს.

altჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის

alt"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი უნამუსობაა გუნდის პრემიერ-ლიგაში გადამყვანი მწვრთნელის გათავისუფლება ნახევარი სეზონიც რომ არ აცალო ისე.
Xisco_
22:11 06-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული