ბრაზილიის პრეზიდენტი ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე არ შეუშვეს

AutoSharing Option
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბელსონარუ ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე არ შეუშვეს.

"ეშტადიუ ურბანუზე" გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს "სანტოსი" და "გრემიო" ხვდებოდნენ, ხოლო დასწრების უფლება კი იმ გულშემატკივრებს ჰქონდათ, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვთ გაკეთებული.

მემარჯვენე ჟაირ ბელსონარუ კი ცნობილი ანტივაქსერია, რომლის ფოტოებიც ცოტა ხნის წინ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. აღნიშნულ კადრებზე აღბეჭდილი პრეზიდენტი ნიუ-იორკის ქუჩებში მიირთმევდა პიცას, რადგან აშშ-ის რესტორნებში მხოლოდ აცრილებს უშვებენ...

ამერიკა არ ჰყოფნიდა და ამჯერად, ბელსონარუ საკუთარ ქვეყანაში გამართულ ღონისძიებასაც ვერ დაესწრო...

"რატომ უნდა მქონოდა კოვიდ-პასპორტი? "სანტოსის" თამაშის ნახვა მინდოდა და
იქ კი მეკითხებოდნენ, აცრილი ვიყავი თუ არა. რატომ უნდა ავიცრა? ორგანიზმში ნებისმიერ აცრილზე უფრო მეტი ანტიგენი მაქვს", - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ბელსონარუ კოვიდპანდემიის პერიოდში აცრის წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა...

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული