![](https://sportall.ge/pictures/image5/81511b9330fad2a866d4fea7531b8d3c.jpg)
მატჩის წინ მუხლმოდრეკილ ინგლისელ ფეხბურთელებს ტრიბუნებზე მყოფმა მადიარმა გულშემატკივრებმა, ისევე, როგორც გასულ თვეში ბუდაპეშტში, კვლავ დასცინეს და უსტვინეს. ერთ-ერთი მათგანი დააკავეს და პოლიციასთან ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
ამავე ჯგუფში პოლონეთმა შვიდერსკის მიერ 77-ე წუთზე გატანილი გოლით ტირანაში ალბანეთი 1:0 დაამარცხა. გოლის შემდეგ პოლონელ ფეხბურთელებს ბოთლები ესროლეს და მატჩი 20 წუთით იყო შეწყვეტილი.
ამ ჯგუფში ინგლისი 20
ქულით ლიდერია, პოლონეთი კი 3 ქულით ჩამორჩება.