29 ნოემბერს მესის მეშვიდედ გადასცემენ "ოქროს ბურთს"

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ლეო მესის მეშვიდედ მოიპოვა "ოქროს ბურთი", - ირწმუნება RTP-ი.

გამოცემის ცნობით, ამის თაობაზე მესის უკვე შეატყობინეს და მან "ფრანს ფუტბოლს" საზეიმო დაჯილდოების წინ ტრადიციული ინტერვიუ მისცა.

გასულ სეზონში მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ამერიკის თასის გამარჯვებული, ხოლო "ბარსელონაში" 30 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი 29 ნოემბერს პარიზში გაიმართება.

მესიმ დღეს მადრიდის კლინიკაში გამოკვლევა ჩაიტარა, პარიზში დაბრუნდა და "პარი სენ ჟერმენის" მტკიცებით, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 17 ნოემბერს ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
ყველაზე ბინძური ფეხბურთელი,გუნდზე რომელმაც ყველაფერი მისცა აუგად ჭორაობს ჟურნალისტებთან,მაგრამ ყველა ხედავს ბარსას გარეშე ერთი რიგითი ფეხბურთელია
barsa
06 ნოემბერი 2021 03:06
43
ბარსა მის გარეშე?რიგითი გუნდი რომელიც ალავესაც ვერუგებს.....
მოსეხონლი
06 ნოემბერი 2021 08:30
1
წელს არ იმსახურებდა რეალურად, კოპა ამერიკა ნამდვილად არ არის საზომი წლის საუკეთესო ფეხბურთელობისა, დარწმუნებული ვარ თვითონაც გაკვირვებული დარჩებოდა ამ გადაწყვეტილებით
მამუკა
06 ნოემბერი 2021 01:58
15
ეგ თქვენნაირებისათვის არ არის საზომი ,კოპა ამერიკა. როგორც ევროპის ჩემპიონატია, ისე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატია ფეხბურთელისთვის საზომი! რაც შეეხება მესის გაუკვირდებოდაო, ნამდვილად არ გაუკვირდება იმიტომ, რომ რაც დაიწყო ათვლები ფავორიტების, დღემდე მესი ლიდერობს!
მამუკას
06 ნოემბერი 2021 12:29
2
აყაყანდით ბოღმებო? 29-მდე თავები შეინახეთ, ემანდ იქმდე გულები არ გაგისკდეთ, ჩემი რჩევაა: ვალერიანის წვეთები მიიღოთ, რომ ცოტათი მაინც დაოკდეთ
ანტი მესისტებს.
06 ნოემბერი 2021 11:53
3
ყველა გამოხმაურება
ყველა დროის - ფეხბურთის ყველაზე უპრეტენზიო ვარსკვლავი!
ვაჟა მასწავლებელი
06 ნოემბერი 2021 00:40
5
შენ მასწავლებელი?!
ნიკა
06 ნოემბერი 2021 14:36
0
ლეო მესის! ჩემი ნება,რომ იყოს ყოველ წელს გადავცემდი ოქროს ბურთს! ერთადერთი ფეხბურთელია, ვისი თამაშიც მომწონს დღემდე.
ყოჩაღ ლეგენდავ!
05 ნოემბერი 2021 23:15
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული