მეამბოხე სული სოკრატესს სიმბოლოდ აქცევდა - სამხედრო დიქტატურასთან მებრძოლი ფეხბურთელის ისტორია

AutoSharing Option
ბრაზილიელი ლეგენდის, სოკრატესის მიმართ ასეთი სიყვარული მისი უბრალოების ბრალია. ამ დღეს, 2011 წლის 5 დეკემბერს, საფეხბურთო  სამყარომ უდიდესი დანაკარგი განიცადა..
ზოგადად დღევანდელ რეალობას რომ გადავხედოთ, წარმატებული ფეხბურთელის უკან გაჭირვება დგას, თუმცა ბრაზილიის ნაკრების ექსკაპიტნის შემთხვევა შედარებით განსხვავებულია.

სოკრატესი საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. ფეხბურთი მის ცხოვრებაში ერთგვარ ჰობიდ გვევლინებოდა, ოცნებად კი ექიმობა ჰქონდა. წიგნებზე შეყვარებული ბავშვი განსატვირთავად და დაღლილობის მოსახსნელად ბურთს აგორებდა, თუმცა რა იცოდა, რომ გატაცება მომავალ პროფესიად იქცეოდა და ლეგენდარულ კაპიტნობამდე მიიყვანდა.

Sportall.Ge

დრო გავიდა და სოკრატესი დიდი ფეხბურთელი გახდა, იღებდა სოლიდურ ანაზღაურებას, თუმცა სპორტსმენის კარიერით
ვერა და ვერ ცხოვრობდა, ეწეოდა დღეში 2 კოლოფ სიგარეტს, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ლუდის ქილებიც კი არ მოაშორა მაგიდიდან.

"ვეწევი, ვსვამ და ვფიქრობ" - განაცხადა გამოჩენილმა ფეხბურთელმა. უხეშად რომ ვთქვათ, "სელესაოს" ექსკაპიტანმა ბირჟის ბროკერის სიტყვები გამოიყენა, თუმცა სინამდვილეში ხომ მართლაც ასე იყო.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ბუნებაში ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველას "ფრენა" მეტ-ნაკლებად ერთნაირად შეუძლია, დროდადრო კი ვითარდებიან, ვითარდებიან და ვარსკვლავების სიმაღლემდე ადიან. ვუყურებთ მათ და ვხედავთ მღელვარებას, სიდიადესა და მათში არსებულ ქარიშხალს, რომელიც არათუ კლავს, არამედ აბედნიერებს. ბრაზილიელი შემტევი იმდროინდელ (არამხოლოდ) გულშემატკივარს საკუთარი თამაშით ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა.

"მათ, ვინც გამარჯვებას ეძებს, უნდა შეესაბამებოდეს" - ამბობდა ფეხბურთელი და ეს გამოთქმა მხოლოდ სპორტს არ ეხებოდა...

სოკრატესი ფეხბურთს, როგორც ცეკვის ერთ-ერთ სახეობას, ხოლო სათამაშო მოედანს თვითგამოხატვის ფორმად აღიქვამდა. შედევრის შესაქმნელად ბურთი ისევე სჭირდებოდა, როგორც ხელოვანს ფუნჯი...

იტალიაში მოგზაურობისას სოკრატესმა მიზნად დაისახა, რომ იქ აუცილებლად უნდა ადაპტირებულიყო. ფეხბურთელი თვლიდა, რომ ბრაზილიური ცხოვრების იდეალიზება სისულელე იყო. რასაც სამხრეთ ამერიკაში სწორად მიიჩნევდა, შესაძლებელი იყო, რომ ევროპაში არ მომხდარიყო. ამიტომაც მიჩვევა იყო საჭირო, თუმცა ბალანსი მშობლიურსა და ევროპულს შორის არ უნდა არეოდა. და ლეგენდამ "ფიორენტინაში" შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება დაიწყო.

Sportall.Ge

1984/85 წლებში "იებს" კაპიტნის, ჯანკარლო ანტონონის გარეშე მოუწიათ თამაში, რადგან ფეხბურთელს მძიმე ტრავმა ჰქონდა. სხვა რა გზა ჰქონდათ იტალიელებს, დაიწყეს შემცვლელის ძიება და იდეალურ ვარიანტს მიადგნენ... როგორც იწერება, ზაფხულშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოკრატესს სამშობლოს დატოვება პოლიტიკურმა წარუმატებლობამ აიძულა.

იტალიაში ამ დროს ლეგენდარული შემტევის თანამებრძოლების ბანდა შეიკრიბა - ზიკო, ფალკაო, ტონინიო სერეზო. სწორედ მათთან ერთად მოხდენილად და მშვიდად შეძლო და გავიდა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პერიოდში.

რა თქმა უნდა, ინტერესს მხოლოდ "ფიორენტინა" არ იჩენდა, იქვე იყო "რომაც", თუმცა ჭეშმარიტი ფილოსოფოსის გულგრილობის გამო არჩევანი დედაქალაქელების საწინააღმდეგოდ მიიღო. სოკრატესის თქმით, ფეხბურთი ლამაზ ქალაქში უნდა ითამაშო, რომი კი ფლორენციას არც კი შეედრებოდა.

მაშინ დაიწყო "იების" იმდროინდელი მთავარი მწვრთნელისთვის, დე სისტისთვის ტანჯვა, "რომას" გულშემატკივრები კი მშვიდად კითხულობდნენ, თუ რაოდენ დიდი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. როგორც ცნობილია, სპეციალისტს ბრაზილიელი სიგარეტით ხელში არაერთხელ დაუჭერია, ეუბნებოდა საყვედურს, თუმცა სინამდვილეში თვითონვე იცოდა, რომ რაიმის თქმას აზრი არ ჰქონდა - იგივე ამბავი წინ დახვდებოდა, როგორც მეორე დღეს, ისევე 1 კვირის შემდეგ... ასე გაგრძელდა ფლორენციული ზღაპრის დასრულებამდე... ყველაფერი ნათელი იყო, მსგავსი კალიბრის ფეხბურთელს არასპორტულ საქციელს ვერ გადააჩვევდი, ეს ყველაფერი ხომ სამხრეთამერიკელებისთვის დამახასიათებელი სენია, მისი შემოქმედება კი მოედანზე მასთან და მის გარეშე ერთნაირი იქნებოდა...

სოკრატესის ევროპული ზღაპარი მალევე დასრულდა, მოგონებად კი არა ისტორია, არამედ რამდენიმე ხუმრობა და კრიტიკის აუტანელი ნაკადი შემოგვრჩა. საინტერესოა, რა იყო მიზეზი, რასაც ფეხბურთელს უწუნებდნენ? ევროპელების აზრით, სპორტსმენი ნელი სტილით თამაშობდა, თუმცა რა იყო ამის მიზეზი? ბრაზილიელმა თავისი უნიკალური ნიჭი არ დაკარგა, მოედანზე ნაბიჯის გადადგმამდე ცდილობდა გაეაზრებინა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო მისი შეცდომის ფასი. სამხრეთამერიკელის აზრით, ყველაფერს ისე უნდა შეხედო, როგორც ფილოსოფოსები აკეთებენ... ამასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს იტალიელების "მოედნის მუშაკებთან" შედარება მოჰყვა, რაც მისი მოგზაურობის კულმინაცია იყო...

და მაინც, სოკრატესს თავგანწირვა შეეძლო, ეს ხომ 2 წლით ადრე ვნახეთ...

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოვიდა. მიუხედავად იტალიელებთან მარცხისა, ადამიანები მაინც აქებდნენ. "სელესაოს" მიერ გულშემატკივრისთვის ნაჩუქარი სპექტაკლი მღელვარებას იწვევდა. ამ სიხარულმა და აღფრთოვანებამ საფუძველი სასტიკ რიტმს დაუთმო... თამაში წარმოდგენას ემსგავსებოდა, მაყურებელი კი დაუმთავრებელ ორგაზმს განიცდიდა. ამ დროს საბჭოელთა კარზე განგაშის ზარმა ჩამოჰკრა.

Sportall.Ge

თუ სოკრატესის ამ ტურნირისთვის გულმოდგინე მომზადებას შევხედავთ, მაშინ გარკვეული დისონანსი წარმოიქმნება კონკრეტულ საკითხებზე. ბრაზილიელმა სიგარეტის მოწევა შეწყვიტა, ჭარბი ოდენობით ალკოჰოლი კი შეამცირა. ადამიანები ხედავდნენ, თუ როგორია მიზნისკენ სწრაფვა... მაშინ "სელესაოს" მთავარი მწვრთნელი ტელე სანტანა ფეხბურთელს სიგარეტის მოხმარებაზე ესაუბრებოდა... მის შექებას კი ინტერვიუებში არ ერიდებოდა.

"თუ სოკრატესი ისევე შეხედავს საკუთარ თავს, როგორც ამას ზიკო აკეთებს, რომელიც არ ეწევა, მაშინ ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელს მივიღებთ".

და რა გამოიწვია სიგარეტისთვის თავის დანებებამ? ჭარბი წონა... ფიზიკური მომზადების მთავარი მწვრთნელი გილბერტო ტიმი საცოდავ ათლეტს ვარჯიშში "ახრჩობდა", ხან მეტიც კი მოსდიოდა, რის შემდეგაც ფეხბურთელებს უფლებას აძლევდა, რომ მოედნის გარეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავიანთი სურვილისამებრ ემოქმედათ. მსგავსმა შრომამ კი ფანტასტიკური შედეგი გამოიღო - სოკრატესი 30 მეტრს გუნდში ყველაზე სწრაფად ფარავდა... თუმცა სამხრეთამერიკული სინდრომი სინდრომად რჩებოდა... მაგალითად, ტონინიო შხაპის შემდეგ ლიქიორს სვამდა, ფეხზე დგომასა და მსგავს წარმატებას ალკოჰოლს აწერდა... არადა...

ამიტომ სოკრატესის გამძლეობა გასაკვირი იყო. კაპიტანმა გეზი შეიცვალა და მასირებულად დიდებულებას შეუტია...

პოლიტიკური ჩარევების გარეშე სოკრატესი საკუთარ თავს არ დაკარგავდა. შეგახსენებთ მის ცნობილ სიტყვებს:

"ჩემი პოლიტიკური გამარჯვება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმატება საფეხბურთო სამყაროში. მატჩი 90 წუთი მიმდინარეობს, ცხოვრება კი გრძელდება".

და მაინც, რას ითვალისწინებდა ლეგენდის პოლიტიკური ხედვა?

სოკრატესი მის ქვეყანაში მორჩილების "რკინის ბორკილების" გამო აღელვებული იყო, თვითონ სპორტსმენმა კი კარგად იცოდა, თუ რამდენს ნიშნავდა ფეხბურთი ბრაზილიისთვის... სწორედ ამიტომ სცადა გამოეყენებინა ეს ფაქტორი, რათა ყოფილიყო შუამავალი და მიეტანა ხალხის აზრი პოლიტიკოსებისთვის.

ალბათ, მსგავს ხედვაში გარკვეული ეგოიზმიც ფიგურირებდა... ის საკუთარი კომფორტის ზონიდან არ გამოდიოდა... მეტიც, ცდილობდა არ დაერღვია ის, თუნდაც მის პირველ გაპროტესტებაში, როდესაც ფეხბურთელებს სასტუმროში აკავებდნენ და ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ (ზუსტად ისე, როგორც ციხეში)... მსგავსი სტილის პროტესტის მიუხედავად, მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია (Corinthians Democracy) იზრდებოდა... ოღონდ არა ნელა, პირიქით, ელვისებური სისწრაფით. ამ გაერთიანებაში მყოფი ადამიანები ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ დემოკრატია და გადაწყვეტილების მიღებისას მონაწილეობა ყველა მათგანს მიეღო.

Sportall.Ge

1982 წლის ნოემბრის თვეში წარმოდგენილი პერფორმანსი ყველაზე ცნობილი იყო. მოედანზე მოსულ მაყურებელს თვალწინ უცნაური რამ გადაეშალათ. ფეხბურთელებს მაისურზე წარწერის სახით არა სახელი, არამედ "მიეცით ხმა 15-ს" ეწერათ. ამ ყველაფერმა დიდი ეფექტი მოახდინა. ხალხმა დაინახა, რომ ისინი ამ საქციელით მათ მხარში დგომისკენ მოუწოდებდნენ, გულშემატკივარი კი საბოლოოდ დაუფიქრდა, რომ მათ თავისუფლებას იძულებით ართმევდნენ...

ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა 35 წლის ასაკ­ში და­ას­რუ­ლა, და­ემ­შვი­დო­ბა ჰო­ბის და შე­უდ­გა საქ­მეს: მი­ი­ღო ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი, გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით ერთ-ერთი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­კონ­სტრუქ­ცია და­ას­რუ­ლა, სა­დაც და­საქმდა კიდეც და კა­ბი­ნეტ­ში სოკ­რა­ტეს ბი­უს­ტი და­იდ­გა. რო­გორ უც­ნა­უ­რა­დაც უნდა ჩან­დეს, ფეხ­ბურ­თელ­მა, რომ­ლის წვლი­ლი სამ­ხედ­რო დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ხო­ბა­ში უზარ­მა­ზა­რია, ვერ დაძ­ლია ალ­კოჰო­ლიზ­მი. 2011 წლის 4 დე­კემ­ბერს სოკ­რა­ტე­სი 57 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ზუს­ტად იმ დღეს "კო­რინ­თი­ანს­მა" ბრა­ზი­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო.

და, რა თქმა უნდა, პელე, რო­ნალ­დო, რო­ნალ­დი­ნიო სოკ­რა­ტეს­ზე უკე­თე­სი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ იყ­ვნენ კი ისე­თი დი­დე­ბუ­ლე­ბი, რო­გო­რიც­ სოკ­რა­ტე­სი?

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს რომ გარდაიცვალა,მაშინ დავწერე,უკანასკნელი დიდი მოჰიკანი გარდაიცვალა თქო!. . .სოკრატესი მთელი ცხოვრება ქველმოქმედი იყო. . . შეძლებული კიარა საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილი იყო. . .ეგეთების საქმე არ იყო ზოგადად ფეხბურთი ბრაზილიაში,მაგრამ განგებამ სოკრატესი ამ მიმართულებით წაიყვანა. . . მისთვის ფული მხოლოდ ფარატინა ქაღალდი იყო. . . უბრალოება და სისადავე არასდროს დაუკარგავს. . .მთელი ცხოვრება პრასტოუ საპარიკმახერო ში დადიოდა. . აბა რომარიო ,რონალდოებს ,ბებეტოებსა,თუ დღევანდელ მესხებს შეადარეთ. . . ფულს ჭრიან მაგრამ როცა ისაქმებენ ,მაინც უკან იყურებიან. . .გადასახადებს მალავენ და უბრალო ხალხს ზედ არ უყურებენ. . . ზღვარგადასულ ფუფუნებაში ცხოვრობენ და ერთი ბავშის ოპერაციასაც კი არ აფინანსებენ. . . ცალი კალოშებით მოდიან და. . . მაგრამ რას ერჩი ეგ ხალხი თავის საქმეს დიდოსტატურად აკეთებენ და დღევანდელი კონიუნქტურის ან გამომდინარე ფულიც ჩეჩქივით აქვთ(დამსახურებულად)აი კეზერაშვილებს რომ აქვთ ის ვიკითხოთ ჩვენ
ნაპოლეონი
06 დეკემბერი 2023 10:25
2
ანტი ფეხბურთი იყო ბრაზილია-იტალია,ოღონდ 1994 წელს.აქ დამარცხდა ზუსტად ფეხბურთიც და ბრაზილიაც(თუმცა ჩემპიონი გახდა).რაც შეეხება 1982 წლის ბრაზილია-იტალია ეს იყო გადასარევი თამაში,ზუსტად ისეთი რისთვისაც პირადად მე მიყვარს ფეხბურთის ყურება.იტალია რომელიც ძლივს გაძვრა ჯგუფიდან და მოხვდა ბრსზილია არგენტინასთან ერთად არავინ დააფასა და მიიღეს ის შედეგი რაც მიიღეს ანუ იტალია გახდა ღირსეული ჩემპიონი.იტალიას ჭირდებოდა მოგება და მალე გაუტანეს კიდეც,ამის შემდეგ ბრაზილია ათამაშდა ბრაზილიურად და თუმცა დრო დაჭირდა მაინც გაათანაბრა.იტალიას როგორც კი დაჭირდა გოლის გატანა გაუტანა 5წუთ წუთში.ბრაზილიას ისევე დაჭირდა თავისი ყველასგან განსხვავებული ლამაზი ფეხბურთის ჩვენება,რომ ერთხელ კიდევ გაეთანაბრებინა ანგარიში.იტალიამ მაშინვე გაუტანა როგორც კი დაჭირდა და სამივე გოლი გაუტანა ფეხბურთელმა რომელიც 2 წლიანი ციხეში ჯდომის შემდეგ პირდაპირ ჩემპიონატზე წავიდა(ახლა მეცინება ხოლმე რომ ამბობენ რომელიმე ფეხბურთელზე უთამაშებელია და რა უნდა ექნაო?)ბრაზილია თამაშობდა ყველასგან განსხვავებულ და გამორჩეულ ფეხბურთს.იტალია კი ყველას ეთამაშებოდა ზუსტად იმ დონეზე რა დონესაც წარმოადგენდა მოწინააღმდეგის გუნდი...
გოჩა
06 დეკემბერი 2023 10:14
3
ჩანაწერებით თუ ვნახავ სოკრატესის თამაშს,რაც მინახავს,ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო. როგორც ჩემი ნაცნობი და ამავე დროს,სტაჟიანი გულშემატკივრები ამბობენ,1982 წელს,ბრაზილიის მარცხი იტალიასთან არ იყო მხოლოდ ბრაზილიის მარცხი,ეს იყო ფეხბურთის მარცხი. იტალია გახდა ჩემპიონი და გამარჯვებულებს არ ასამართლებენო,თუმცა იტალიამ რაც ითამაშა,იმის საპირისპიროა ფეხბურთი. ფეხბურთი არის თამაში,რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს და მათ სურთ სანახაობა,არა ჩეხვის ნახვა და ამიტომაც ვერ ვიგებ ეგეთი გუნდების,როგორებიც მაშინდელი იტალია,ახლანდელი არგენტინა და ატლეტიკო არიან. ისე ამ ბოლო დროს,ბრაზლიელებიც მაგარი გაუხეშებულები არიან. ბრაზილიამ თავისი სახე დაკარგა,დუნგას ბრაზილია ხომ საშინელება იყო და ახლანდელიც არანაკლებია. ბევრი რო არ გავაგრძელო,არიან ფეხბურთელები რომელბსაც ოქროს ბურთი მოუგიათ და არავის ახსოვს,ხოლო არიან ფეხბურთელები რომელბსაც არ მოუგიათ ოქროს ბურთი,თუმცა ისინი ყველას ახსოვს. ჩვენი ყიფიანის გახსენება რად ღირს მარტო,ქინქლაძე თუნდაც და უცხოელი ბევრი კიდევ. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი დენილსონი ყველას ახსოვს,ვინც იმ პერიოდს მოესწრო და უყურებდა ფეხბურთს. ზამენის კაცი იყო,თუმცა 10-15 წუთში სასწაულებს აკეთებდა. შესაძლოა,იმ კალიბრის არ არის და თავისი ნიჭი ვერ გამოავლინა,თუმცა ოქრიაშვილი არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. ზარმაცი იყო და სადაც წავიდა,ყველაგან ეზარებოდა შრომა,თუმცა როცა ნაკრების ფორმას იცვავდა,თითქოს ზარმაცი ბიჭი სადღაც ქრებოდა. არასოდეს დამავიწყდება,უგუნდოდ დარჩენილი ოქრი და გასაჭირში ჩავარდნილი ჩვენი ნაკრები,ითამაშა და ბოლომდე დაიხარჯა,ძლივს გავიდა მოედნიდან. ბევრი არ დამეთანხმება ამ ამბავში,თუმცა რაში მადარდებს,ფეხბურთში ობიექტურობას ვერავის მოსთხოვ,ყველა სუბიექტურია და ჩემთვის ოქრი კვარაც იყო და ყიფიანიც,რადგან ფეხბურთში და ნაკრების ფეხბურთელებში სულ სხვა რამეს ვაფასებ. ახლანდელ ნაკრებში ბუდუ ზივზივაძეა ჩემი ფავორტი ფეხბურთელი. სოკრატისიც ხომ იმის მაგალითია,როგორ უნდა გაანიავო ნიჭი,თუმცა მაინც უყვარდე ხალხს.
იასონას უდარი
05 დეკემბერი 2023 23:56
2
Sokratesi geniosi iyo. Ederis shemdeg faqtiurad "xmeli fotoli" arc aravis daurtyia, arc mesis da arc ronaldus. Mtlianad is brazilia iyo genialuri, mekaris gamoklebit. Peresma balis mier gatanili golis garda brazilia martom gamoagdo italiastan da meti ra unda daeshavebina. Mesame goli peresma sheqmna, rosim ki is kutxuri golad aqcia da brazilia saxlshi gaushva.
Italiam ki is chempionati damsaxurebulad moigo. Ra wesebic iyo im wesebit gavida jgufidan da mere yvela favoriti miwastan gaaswora miyolebit, sxva ra unda eqnat makaronikebs sainteresoa.
.........
05 დეკემბერი 2023 21:06
1
ჩემპიონატის შემდეგ, გამოკითხვა რომ ჩაატარეს, ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა საუკეთესო ფეხბურთელად შენგელია დაასახელეს. ჩივაძე ნამდვილი კაპიტანი იყო და სულაქველიძეც უბადლო. დარასელია ბრდღვნიდა, მაგრამ გაურკვეველი მიზნით, შედარებით ნაკლები დრო მისცეს. ისე, კაცი რომ ყიფიანს და გუცაევს რომ არ წაიყვანს... ძალინ ძლიერი იყო თავაძე და კოსტავა. დემიანენკო მარჯვენა ფლანგზე სუფთა ტრამვაი იყო. მეორე ცენტრალური მცველებიც ჩვენ საუკეთესოები გვყავდა, ხინჩაგაშვილი და ხიზანიშვილი. მეკარე დასაევი სპარტაკიდან, ნახევარმცველი ბესონოვი კიევიდან და მსოფლიო ჩემპიონი გამომცხვარი იყო. ამას საბჭოთა ხელმძღვანელობა, ვერ გადახარშავდა... საქართველო ელონომიურად მომძლავრდება და ჩვენ ვიქნებით მსოფლიო ჩემპიონები!!!
გიორგი
05 დეკემბერი 2023 20:20
4
პროფესორივით უნდა დამეწერა, ვალდერ პერესი და სერჟინიო იყო მაგ ნაკრებში, სუსტი რგოლი მეთქი. )))
კომენტარების წაკითხვის მერე, ერთს ვიტყვი, ვინც ვპოსტავთ, რა ბებრები ვყოფილვართ. ))) ჯანმრთელობას გისურვებთ, გაიხარეთ!
100%
09 ნოემბერი 2022 21:45
1
ტელე სანტანას უნიკალურობა იმაში იყო რომ უხეშ ფეხბურთელებს ნაკრებს არ აკარებდა.აბა დღევანდელ ფეხბურთში რაც ხდება საშინელებაა.სამი მეტრიდან ფეხებში ხტებიან და იმით ამართლებენ ბურთს შეეხოო იმ ბურთის უკან ხომ ფეხია.ან ხვიჩა რომ გადაჩეხა იმ მახინჯმა არნოლდმა და ორი კვირა გაუცდა ამით ხომ ფეხბურთი დაზარალდა.რამდენი სილამაზე ვეღარ ნახა გულშემატკივრებმა.რატომ უწყობენ ხელს აშკარა უხეშობას ფეხბურთის ბოსები გასაკვირია.
ამაშია საქმე
09 ნოემბერი 2022 12:17
1
კარგი სტატიაა. მიყვარს ასეთი სტატიების კითხვა. 82-ში უძლიერესი ნაკრები ჰყავდა ბრაზილიას. სოკრატესი ვაჟკაცური ტიპი იყო, რამდენ შავ სამუშაოს ასრულებდა მოედანზე ეს მწეველი კაცი. მწეველი იყო ასევე დანიელი ფეხბურთელი პრებენ ელკაიერ ლარსენი. ისიც 2 პაჩკას ეწეოდა
დავით 67
09 ნოემბერი 2022 01:16
1
მსგავსი სილამაზის ფეხბურთი, რასაც ბრაზილია 1982 წელს თამაშობდა, მას შემდეგ არ მინახავს (არც მანამდე 74 წლიდან მოყოლებული). ტელე სანტანამ სასწაული გუნდი შექმნა სასწაული ფეხბურთელებით.
ორი სუსტი წერტილი (პერესი, სერჟინიო) სრულიად გადაფარული იყო სხვა ჯადოქრების შესრულებით. სოკრატესი, ზიკო, ფალკაო, ტონინიო სერეზო - მსგავსი ელეგანტური და შემოქმედი ნახევარდაცვა ალბათ არასდროს არავის ყოლია - ფალკაოს გოლი ძოფის კარში ეს იყო მაგალითი, როგრო უნდა ესმოდეთ ფეხბურთელებს ერთმანეთის. ედერის გოლი "იმ"ქვეყნის კარში კი (სოკრატესის ბურთის გატარების ჩათვლით) - ჩემთვის ულამაზესია მთელ საფეხბურთო ისტორიაში.
ID
08 ნოემბერი 2022 19:43
1
სასწაული გუნდის სასწაული კაპიტანი-სოკრატეს ბრაზილეირუ სამპაიუ დი სოზა ვიეირა დი ოლივეირა
გიო
08 ნოემბერი 2022 19:35
1

სიახლეები პოპულარული