ბარნეტმა ასევე მასსა და ბეილს შორის მომხდარი ისტორია გაიხსენა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის წარმომადგენელს დაემუქრა, თუ მის ნაცვლად ინგლისის ნაკრებში თამაშს დათანხმდებოდა:
"პირველი დღიდან, როცა გარეთსა და მამამისს შევხვდი, მან გვითხრა, რომ უელსი განსაკუთრებული იყო. ის ფანტასტიკური ადამიანია!
როცა ჩვენ ვესაუბრეთ, რომ შესაძლებლობა ჰქონდა, ინგლისის ნაკრებში ეთამაშა,
თუკი უელსის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ეს მისი კარიერის ბრწყინვალე დასასრული იქნება!"
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში უელსისა და ჩეხეთის ნაკრებებს თანაბარი, 11-11 ქულა აქვთ, ლიდერები კი 16 ქულით ბელგიელები არიან. გარეთ ბეილის თანაგუნდელებმა ჩეხებზე 1 შეხვედრით ნაკლები გამართეს. ასე რომ, უელსელებს პლეი-ოფში მონაწილეობის მეტი შანსი აქვთ.
უელსის ნაკრები 13 ნოემბერს - ბელარუსის ნაკრებს, 16-ში კი ბელგიელებს უმასპინძლებს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
"სილესენმა წინააღმდეგობრივი ბარიერები სათავისოდ შეცვალა" - იასპერი ნაკრებში მიიწვიეს
ტრავმირებული ფირმინოს ნაცვლად ბრაზილიის ნაკრებში ვინისიუსი გამოიძახეს