შესაძლოა, კუმანმა ბრიტანული გუნდი ჩაიბაროს

AutoSharing Option
გლაზგოს "რეინჯერსი" "ასტონ-ვილაში" გადასულ სტივენ ჯერარდის შემცვლელს ეძებს და "აიბროქსზე" მისვლის ერთ-ერთი კანდიდატი რონალდ კუმანია.

Marca-ს ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს "ბარსელონიდან" გაშვებული კუმანი კონკურენციაში თანამემამულე ჯოვანი ვან ბრონხოსტთან არის. ფაბრიციო რომანო წერს, რომ "ფეიენოორდის" ექსდამრიგებელი და "რეინჯერსის" ყოფილი მოთამაშე ამ პოსტის დაკავების ფავორიტია.

რონალდ კუმანს ბრიტანულ მიწაზე მწვრთნელად უკვე უმუშავია - ნიდერლანდელი "საუთჰემპტონსა" და "ევერტონს" წვრთნიდა. ვან ბრონხოსტი კი 2015-19 წლებში "ფეიენოორდს" წვრთნიდა, 2020 წელს ჩინურ "ხუანჭოს" და მას შემდეგ უმუშევარია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული