ტაბარესი გადააყენეს - ურუგვაის ნაკრებში მისი 15-წლიანი მმართველობა დასრულდა

AutoSharing Option
ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს.

ის ურუგვაის ეროვნულ გუნდს 1988-90 წლებში ეგდა სათავეში, 2006 წელს კი ისევ ჩაიბარა და დღემდე ხელმძღვანელობდა.

"ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს გადაწყვეტილება ურუგვაული ფეხბურთის განვითარებაში ტაბარესის ღვაწლს არ აკნინებს. მივესალმებით და ვაღიარებთ 15 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს. ამ ხნის მანძილზე ურუგვაი მსოფლიოს ფეხბურთში წამყვან პოზიციებზე გავიდა", - ნათქვამია ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.

ამ დღეებში ურუგვაი ბოლოვიასთან 0:3 განადგურდა, ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მეშვიდე ადგილზეა.

ტაბარესის ხელმძღვანელობით ურუგვაის
ნაკრებმა 234 მატჩი ჩაატარა, 2010 წელს მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, ხოლო 2011 წელს ამერიკის თასი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტაბარესის ნაცვლად უფრო კვალიფიციური მწვრთნელი, რომ ყოლიდათ, ურუგვაის ეს თაობა მსოფლიოს ჩემპიონები გახდებოდნენ. ვისაც არ გინდათ ნუ დამეთანხმებით.
sul2
01:26 21-11-2021
1
გენიალური ადამიანია. არაფრით არ უნდა გაეშვათ. ის იყო მთავარი, ეს აიყვანა მაგ დონეზე და ოპტიმალურ დონეზე და დაშვების ნებას არ ძლევდა შესაძლებლობების ზღვარზე ათამაშა ამდენი ხანი ურუგვაის ნაკრები. 2018 ში მსოფლიოზე რუსეთთან თამაშის წინ მოულოდნელად გამოაცხადა "სამკვდრო -სასიცოცხლო ბრძოლა რუსეთთან!!!" -ო, რუსები ამას არ ელოდნენ და ეგ იყო ის თამაში 3-1 რომ მოუგეს გაანადგურეს რუსეთი. მაგას ეგრე რომ არ ეთქვა და არ დაეგეშა თავისი ბიჭები ეგეთი ბრძოლა და შედეგი არ იქნებოდა, იმიტომ რომ კბილებს ილესავდნენ რუსები ურუგვაელი "გრუზინების" წინააღმდეგ და მაგას სუყველა ვერ მიხვდებოდა.
Andrade10.
00:47 21-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული