მკვლელობაში ეჭვმიტანილი "ბაიერის" ექსშემტევი საქართველოში გადმოსვლის მცდელობისას დააკავეს

AutoSharing Option
"ბაიერის" ყოფილი ფეხბურთელი სეზერ ოზთურქი საზღვარგარეთ გაქცევის მცდელობისას თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ართვინში დაიჭირეს, როდესაც მეზობელ საქართველოში გადასვლას ცდილობდა. ის "პიკაპის" ტიპის მანქანის უკანა ნაწილში იმალებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზთურქმა ქუჩაში კამათის დროს მამაკაცს ესროლა და მასზე დაკავების ორდერი განზრახ მკვლელობის მუხლით გაიცა.

ბოლომდე გაურკვეველი მიზეზების გამო ექსსპორტსმენსა და რამდენიმე ადამიანს შორის კამათი მოხდა. ჩხუბის დროს ორი შვილის მამას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში მიყენებული დაზიანებების შედეგად  გარდაიცვალა, კიდევ ოთხი ადამიანი კი დაშავდა.

NTVSpor-ის ცნობით, გაქცეულმა ბრალდებები უარყო: "შემთხვევის დღეს ჩემი შვილები
ზოოპარკში წავიყვანე, მერე სახლის გზაზე მცემეს, კინაღამ მომკლეს", - განაცხადა ოზთურქმა, რომელიც ლევერკუზენის "ბაიერსა" და "ნიურნბერგში" თამაშობდა.

"ომერ გენჩი ჩემი დაცვის თანამშრომელია. ინციდენტის დროს მან ჰაერსა და მიწაზე ისროლა. მეორე მხარეს დაახლოებით 30-40 კაცი იყო. ისინი თავს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფები დაგვესხნენ. თან მყავდა ჩემი დაცვა, ასევე - დაცვის წევრის შვილები, ჩემი მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვენი მეუღლეები“, - ამბობდა ბრალდებული.

ოზთურქი კარიერის დასაწყისში დიდ ტალანტად ითვლებოდა და 2004/05 წლების სეზონში ბუნდესლიგის გუნდ "ლევერკუზენში" სერიოზული ნახტომი გააკეთა. 2006 წელს ის "ნიურნბერგში" გადავიდა, სადაც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და შვიდი თვის შემდეგ გუნდი დატოვა.

ამის შემდეგ ნახევარმცველი თურქეთში დამკვიდრდა - სტამბულის "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშში". სხვათა შორის, იქ ფეხი მოიკიდა და სუპერლიგის 124 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა (13 საგოლე პასი), აქტიური კარიერა კი 29 წლის ასაკში დაასრულა.

მომზადებულია TAG24-ის მიხედვით

altშეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში [VIDEO]

altფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უცნაური გოლი გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
არაჟნიანი ფურით უნდა შემოპარულიყო და მაშინათვე პოლიტიკური პატიმრის სტატუსს მიაწერდნენ და სახალხო დამცველი მიხედავდა!
გუჯა
03:13 30-11-2021
25
მაგას რა ვუთხარი. ერდოღანის პარტიაში შესულიყო. გირაოთი გამოუშვებდნენ.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
02:48 30-11-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული