"ოქროს ბურთის" მფლობელი ცნობილია

AutoSharing Option
France Football-მა 2021 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი გამოავლინა და ეს ჯილდო პსჟ-ის მოთამაშე ლიონელ მესიმ რეკორდულად, მეშვიდედ მოიპოვა.

მეორე ადგილი "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, მესამეზე კი "ჩელსის" ნახევარმცველი ჟორჟინიო გავიდა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო საუკეთესო ხუთეულშიც ვერ მოხვდა.

გასულ წელს კორონავირუსის გამო ცერემონია არ ჩატარებულა. 2019 წლის გამარჯვებულიც მესი გახდა.

პრესტიჟული ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა და გამარჯვებულის გამოვლენა ჟურნალისტების მეშვეობით ხდება.

altმესის 3 საგოლე პასი, რამოსის დებიუტი და ნეიმარის მძიმე ტრავმა... პსჟ-მ აუტსაიდერი დაამარცხა [VIDEO]

altლევანდოვსკის "ოქროს ბუცი" გადასცეს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 57 /
ჩემს, უსაყვარლეს ფეხბურთელს ლეო მესის, ვულოცავთ ამ დიდ აღიარებას! ლეო ვამაყობთ შენით! უბრალოდ ფეხბურთის, ზეიმი ხარ!
ნონა
30 ნოემბერი 2021 12:11
10
და შენ რატომ ამაყობ? :)
las
30 ნოემბერი 2021 12:38
3
ლეო მესის გულშემეტკივარი, რომ ვარ! მაგით ვამაყობ!
las-s
30 ნოემბერი 2021 13:42
5
ლეო შე მაგარო, გილოცავთ! შენს სადღეგრძელოს ვსვამთ ბიჭები, რაჭიდან ჩამოტანილი ხვანჩკარით. ლეო! დიდი მადლობა ლამაზი ფეხბურთისთვის, დიდებულო ფეხბურთელო! იხარე და გაიხარე, შენს ლამაზ ოჯახთან ერთად, იმედია შენი სამი ვაჟკაციდან, რომელიმე გააგრძელებს შენს გზას.
მესის, რაჭველი გულსემატკივრები.
30 ნოემბერი 2021 21:59
2
შემოგევლეთ/ მეც რაჭველი ვარ და ძალიან მიყვარს მესი. ბოლომდე ვუყურე ცერემონიას და სიხარულით ისე ვყვიროდი ეს რაჭველი ბიჭი, რომ ოჯახის წევრები გადავრიე. ვულოცავ მესის და მართლაც საცოდაობა იქნება მისი შვილებიდან რომელიმე არ გახდეს ფეხბურთელი, რათა მესის გვარი ხშირად გვესმოდეს საფეხბურთო მინდვრიდან.
რაჭველებს. ზვიო
01 დეკემბერი 2021 10:40
1
ბენზო რატომ არ იყო? ეწყინა ვაჟკაცს, ოქროს ბურთი, რომ არ გადასცეს?
ფხიიი
30 ნოემბერი 2021 12:28
8
ბავშვობიდან მომდევს ფეხბურთის სიყვარული და ამიტომ ახლა ძნელია გადაჩვევა,თორემ აღარც ვუყურებდი დღევანდელ ფეხბურთს
ნოე
30 ნოემბერი 2021 07:47
9
მესი ბავშვობიდან იყო ფენომენი. იმ დონის ფენომენი რომ, 13 წლის ასაკში ბარსელონაში ეგრევე ცხირსახოც სალფეთკის ქაღალდზე გაუფორმეს კინტრაქტი. თან სამკურნალოც იყო და მაგაშიც მილიონები იხადა ბარსამ ოღონდ ამას ეთამაშა ფეხბურთი. მაგ ყველაფრის რისკზე ღირდა წასვლა და ფულის ხარჯვა, იმიტომ რომ ეს იყო იმ დონის ტალანტი. კრიშტიანო რონალდუმ რომ მოინდომა მესიზე ეჯობნა, უნდა სცოდნოდა თავისი ადგილი. ეგეც სამკურნალოა დღემდე, ოღონდ სხვანაირად და არ უმკურნალეს.
Carlitos.11
30 ნოემბერი 2021 21:31
4
7 - 5
Adios Crishito.
30 ნოემბერი 2021 21:17
1
მესის რომ არ მოეგო კოპა ამერიკის შეურაცხყოფა იქნებოდა ძმაო და საქმეს გაურჩევდნენ არგენტინელი კაი ბიჭები.
Ubani.
30 ნოემბერი 2021 21:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული