"ოქროს ბურთის" მფლობელი ცნობილია

AutoSharing Option
France Football-მა 2021 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი გამოავლინა და ეს ჯილდო პსჟ-ის მოთამაშე ლიონელ მესიმ რეკორდულად, მეშვიდედ მოიპოვა.

მეორე ადგილი "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, მესამეზე კი "ჩელსის" ნახევარმცველი ჟორჟინიო გავიდა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო საუკეთესო ხუთეულშიც ვერ მოხვდა.

გასულ წელს კორონავირუსის გამო ცერემონია არ ჩატარებულა. 2019 წლის გამარჯვებულიც მესი გახდა.

პრესტიჟული ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა და გამარჯვებულის გამოვლენა ჟურნალისტების მეშვეობით ხდება.

altმესის 3 საგოლე პასი, რამოსის დებიუტი და ნეიმარის მძიმე ტრავმა... პსჟ-მ აუტსაიდერი დაამარცხა [VIDEO]

altლევანდოვსკის "ოქროს ბუცი" გადასცეს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 57 /
რა კრიტერიუმებით საზღვრავენ უბრალოდ საინტერესოა, კოპა ამერიკით თუ საზღვრავენ მაშინ ჟეზუსისთვის უნდა მიეცათ 2019-ში(ფინალში ორი გოლი გაიტანა) მაგრამ მაინც მესის მისცეს ოქროს ბურთი, თუ ჩემპიონთა ლიგის მიხედვით საზღვრავენ ეგრე ჯორჯინიოსთვის უნდა მიეცათ, ლიგაც მოიგო და ევროპაც, თუ შიდა ჩემპიონატით საზღვრავენ მაშინ ან ლევანდოვსკსთვის უნდა მიეცათ ან ბენზემასთვის, ტიპები იმენნა დაფრინავენ, ყველა თამაშში გოლი გააქვთ თან პლიუს ბენზემამ ერთა ლიგაც მოიგო და ევროპაზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაღაცა კრიტერიუმები ხო უნდა არსებობდეს, ბოლივიას და პერუს რო გოლს გაუტან და ოქროს ბურთს მოგცემენ ...... ეგეთ ოქროს ბურთს
მამუკა
30 ნოემბერი 2021 03:35
26
ფეხბურთის თამაშით საზღვრავენ. ყველაზე მაგარ ფეხბურთს კი მესი თამაშობს.
semi
30 ნოემბერი 2021 10:01
12
ჯამურად მეგობარო. ტურნირზე წარმატებისათვის და რაც მთავარია იმ წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის . ჟეზუსი კოპაზე თავის გუნდშიც არ იყო საუკეთესო არც ჟორჟინიო იტალიის ნაკრებში ევროპაზე.მესი კოპაზეც ცალსახად საუკეთესო იყო და აღიარეს კიდეც და ლა ლიგაშიც საუკეთესო და იქაც ოფიციალურად. ზოგადად ისტორიაში პირველი პლეიმეიკერია რომელიც იმავდროულად თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირიცაა ყველა დროის თან რა ბარსელონაში, რა არგენტინაში რა სამხრეთ ამერიკაში მთლიანად.
კაკა
30 ნოემბერი 2021 09:44
7
ყველა გამოხმაურება
მესის ეკუთვნოდა წელს. კოპა ამერიკაა მეორეხარისხოვანი? კარგით რა მართლა, სამჯერ ითამაშა დიდმა დიეგომ კოპა და ფინალშიც ვერ გავიდა ვერცერთხელ მისი გუნდი. თან ხომ გააჩნია რა როლი ქონდა მესის იმ გამარჯვებაში და მთელ ტურნირში. საუკეთესო ფეხბურთელი საუკეთესო ასისტებში, საუკეთესო მეგოლე. და ერთი გადახედეთ რა ფეხბურთელები თამაშობდნენ კოპაზე.
ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი. თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა მისი თამაშის წყალობით ბარსა საჩემპიონო შანსს, ის ბარსა რომელიც მის გარეშე რაც იქნებოდა კი ვნახეთ.
ლევანდოვსკის ეკუთვნოდა შარშან. წელს მესის.
და ბოლოს. ოქროს ბურთის "ჩაწყობაზე" ვინც ლაპარაკობს, ეტყობა არ იცის როგორ ხდება მისი მფლობელის გამოვლენა.
არტ
30 ნოემბერი 2021 03:24
22
დიდმა დიეგომ რაც გააკეთა იმას მესი ვერასდროს ვერ იზავს, მარტომ მოიგო მსოფლიო და მეორედ ფინალში გაიყვანა არგენტინა და იქაც პენალტი რომ არ მოეგონა მსაჯს ვინ იცის ვინ გახდებოდა ჩემპიონი, ხო და ეხლა შენ მსოფლიო ჩემიონატის დონეს თუ ადრი კოპა ამერიკის დონეს, მაშინ მაგრად გცოდნია ფეხბურთი
პროფესორას
30 ნოემბერი 2021 08:02
6
ხორხე ვალდანოზე გსმენია რამე? ტიპმა იმ მსოფლიო თასზე 4 გოლი გაიტანა და ერთი რაც მთავარია ფინალში! და მაინც მარტო ყოფილა დიეგო დამხარში არავინ დგომია არა? კი დიეგო იყო იქ მთავარი მაგრამ მარტომ მოიგოო დიდი უსამართლობაა იგივე ვალდანოსთან და პრინციპში ბურუჩაგასთანაც რომელმაც ის პასი არ გაუფუჭა დიეგოს ფინალში, ნახევარი მოედანი ირბინა , მერე წამოწეულ მცველს და მეკარეს აჯობა და ის გადანწყვეტი გოლიც გაიტანა. კიდევ ერთხელ-დიეგო იყო იქ საუკეთესო მაგრამ მარტომ მოიგოო ვინც ამბობს ის ემპიონატი არ უნახავს საერთოდ ეტყობა .
არტ
30 ნოემბერი 2021 10:42
3
ყველა გამოხმაურება
რაში სჭირდებოდა ეს მესის? ეს ხომ მისი დისკრედიტაცია და ფრანს ფუტბოლის სრული ლუსტრაციაა?
ნიკა
30 ნოემბერი 2021 02:02
12
სირცხვილია უბრალოდ. ოქროს ბურთის დაჯილდოება დაემსგავსა ბრეჟნევისთვის მედლების გადაცემის ცერემონიას.რა კრიტერიუმებით საზღვრავენ ვერ გავიგე. ხალხი დაფრინავს ისეთ ფეხბურთს თამაშობენ,მესი დევს მოედანზე ხორცის საკეპ მანქანაში გასატარებელი ხორცივით, მოიგო რაღაც “ჭ” კლასის ტურნირი და ეგრევე შეტენეს.
nika
30 ნოემბერი 2021 07:55
14
მარაზმია რა უკვე, რათქმაუნდა მესი უდიდესი ფეხბურთელია მაგრამ ახლა ნამდვილად არ ეკუთვნოდა, სრული მარაზმი ფრანს ფუტბოლისაგან, რანაირად ჯობდა ლევანდოვსკის, ორი წელია დადის ტიპი მოედანზე, ან წინაზე ვანდაიკს რატო არ ეკუთნიდა და საერთოდ უდიდეს ფეხვურთელებს ტოვებენ ამ ჯილდოს გარეშე მხოლოდ იმიტომ რო მცველები არიან ან მეკარეები, ანაც მუშა ნახევარმცველები უბრალოდ რო დავასახელოდ, რამოსი, ხავი, ინიესტა, ანაც ნოიერი, და საერთოდ ხავი ინიესტას გარეშე დიდი ეჭვი მაქვს რომ მესი ამ დონეზე ასულიყო, უსამართლობაა
დათო
30 ნოემბერი 2021 02:47
14
სანამ მესი ფეხბურთს თამაშობს, ფეხბურთით დატკბობა შესაძლებელია!!!
ასეთი დიდი ფეხბურთელის დაუფასებლობა შეუძლებელია.
ეკუთვნის და იმიტომაც მიიღო აღიარება (სავარაუდოდ, არ ჩაუწყვია :) )
ბესო შიოშვილი
30 ნოემბერი 2021 01:46
14
რო თქვა კრიშტით ვერ ვტკვებიო გამოდის არაოვ~ბიექტური ხარ მაშინ მაქ კითხვა თუ ერთს არ მიცეს რატო არ შეიძლება მეორესაც არ მიცე ან და კრიშტი რო ხუთეულში არაა და ჟორჟინიო მესამეა ობიექტურია? ოქროს ბურთს 5 წლის წინ ლიგის მოგევისთვის კი არა წლევანდელი წლისთვის აძლევენ
ნოდო
30 ნოემბერი 2021 02:37
3
მთელი მსოფლიოს საწუწუნოს ქართველები წუწუნებენ. რამ გაგამწარათ ასე, ადამიანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და იყო ბოლო 10+ წელია, უყურთ და დატკბით რა.
პელე
30 ნოემბერი 2021 10:20
9
უყურე და დატკბი კი არა, წიგნი წაიკითხე, იქნებ რამეს ეღირსო, მაგის ყურება არაფერს მოგიტანს :)
las
30 ნოემბერი 2021 12:41
3
ფეხბურთის მოყვარულებისთვის, ლეოს თამაშის ყურება უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს!
lass
30 ნოემბერი 2021 13:58
4
ყველა გამოხმაურება
უკვე ფეხბურთის დაცინვაა... რაღადროს 40 წლის მესის აღიარება იყო? ჭ კლასის ტიტული მოიგო ნაკრებში და ეგრევე ოქროს ბურთი ჩაახუტეს.. ადრეც ინიმ ყველაფერი მოიგო და ამას შეტენეს.. წელს ლევანას ან სალაჰს უნდა მოეგო.
რომა
30 ნოემბერი 2021 01:24
23
მესი თუ "40-წლისაა" როგორც შენ ლაყბობ?! მაშინ ლევანდოვსკიც 40-ის არ გამოდის? (რომელსაც ასაკს არასოდეს უხსენებთ, სამაგიეროდ მესიზე ხართ ჩაციკლულები) თითქმის თანატოლები არიან. გეყოთ ეს ბოღმაობა და შეეგუეთიმ ფაქტს, რომ მესი ყველაზე მაგარი ფეხბურთელია!
ბოღმა რომას.
30 ნოემბერი 2021 12:08
2
წელს ნამდვილად არ ეკუთვნოდა.
კახა
30 ნოემბერი 2021 07:49
15
მესის ვულოცავ ამ ტიტულს!ერთერთი საუკეთესოა მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს რომ ბოლო ორი წელია უბრალოდ მოდი შევეშვათ სპეკულაციებს და რაღაც არაფრის მომცემი სტატისტიკებით თამაშს!ბოლო ორი წელია ლევანდოვსკი დაფრინავს!ამის არ დანახვა შეუძლებელია!ახლა ვიღაც გამოვა და მართლა უაზრო სტატისტიკას დადებს მესიზე და იტყვის რომ კოპა ამერიკა და კოპადელრეი მოიგოო:D იცი რამდენი ფაქტია როცა სანაკრებო ან საკლუბო დონეზე ან თუნდაც ინდივიდუალურ დონეზე უმაღლესად ჩაუტარებიათ სეზონი ფეხბურთელებს მაგრამ მაინც ან მესის წაუღია ანდაც რონალდუს!ჰოდა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ლევანდოვსკის ამბავი ყველა საკლუბო და ინდივიდუალურთან ერთად იყო სინდისის ამბავიც შარშანდელის გამო ჰოდა ეგ სინდისიც დაკარგა უეფამ აწი სუპერლიგა იქნება თუ სხვა პროექტი სადაც არც ფიფა იქნება და არც უეფა ყოველთვის მხარს დავუჭერ.მესის კი ვულოცავ
აბგდ
30 ნოემბერი 2021 01:46
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული