პელემ მესის მორიგი "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა

AutoSharing Option
მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ, საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე პსჟ-ის შემტევ ლიონელ მესის "ოქროს ბურთის" რიგით მეშვიდედ მოგება მიულოცა.

"კიდევ ერთ "ოქროს ბურთს" გილოცავ. ეს ყველაფერი უნიკალური ნიჭისადმი მიძღვნილი ხარკია. შვიდჯერ დიდი მადლობა" - წერს 81 წლის ბრაზილიელი.

შეგახსენებთ, მე-2 ადგილზე პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, მე-3 პოზიცია კი იტალიისა და "ჩელსის" ნახევარმცველმა ჟორჟინიომ დაიკავა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

alt"ოქროს ბურთის" მფლობელი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ პელე! კარგი მილოცვაა!
რეზი
22:04 30-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული