მესიმ რონალდოზე ისაუბრა

AutoSharing Option
პსჟ-ს შემტევმა ლიონელ მესიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერზე, კრიშტიანო რონალდოზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც რიგით მე-7 ოქროს ბურთი მოიგო. შეგახსენებთ, პორტუგალიელს აქტივში 5 ოქროს ბურთი აქვს.

"ყოველთვის საკუთარი თავისთვის ვიბრძვი და არ ვუყურებ თუ რას აკეთებს სხვა. მე და რონალდოს წლებია კონკურენცია გვაქვს, ეს ყველაფერი ზრდაში დაგვეხმარა და კარიერაც შესაბამისი გამოვიდა.

ყოველთვის მინდოდა საუკეთესო საკუთარი თავის ავლით ვყოფილიყავი და არა ვინმეზე უკეთესი" - განაცხადა ლეომ France Football-თან ინტერვიუში.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 26 /
მესის ადგილზე როლანდო რო გასულიყო გამოკითხვის შედეგად, პირველ ადგილზე და აეღო ოქროს ბურთი, ხოლო პოლონელის შედეგი იგივე ყოფილიყო, იტყოდით პოლონელს ეკუთვნისო? რატომღაც მგონია არა! 2020-ის შედეგით პოლონელის იყო, მესიმაც აღნიშნა, მაგრამ 21-ის შედეგით მესის იყო! პოლონელს თუ არ გადსცეს რა მესის ბრალია?! რაც შეეხება კოპა ამერიკის თასს, რაც არ უნდა დააკნინოთ, ეს არის მსოფლიო დონის ტურნირი, ეს "თქვენ მოგწონთ თუ არ მოგწონთ". სადაც მესი თამაშობდა უმაღლესს დონეზე და,რომ იტყვიან სული და გული ჩადო. უბრალოდ იცით რა გამწარებთ? მესიმ, რომ გადაუსწრო როლანდოს ამ ამბავში და ამის გამო გაქვთ ისტერიული, ისტერია. აი ეს არის მიზეზთა, მიზეზი.
შეკითხვა როლანდოს ფანებს
04 დეკემბერი 2021 19:21
12
პირველ რიგში, სიტყვები შეარჩიეთ და შეურაცყოფაზე ნუ გადმოდიხართ.მე, რომ გაკადროთ "ერთ უჯრედიანი, ამება" მე მგონი არ მოგეწონებათ. ცოტა ზრდილობასთან მწყრალად, ხომ არა ვართ? ეხლა საქმეზე: იცოდით როლანდოს, რომ შანსი არ ქონდა გამარჯვების და აქცენტი გადაიტანეთ პოლონელზე, ფაქტია! მერე ვინმე გეუბნებათ, რომ თქვენი როლანდოთი არ "აღრფთოვანდეთ"? გიშლით ვინმე? ისე სხვათაშორის, ჩავისაც მოუსმინე, ლეო მესიზე რას იძახის "ოქროს ბურთთან" დაკავშირებით.
დათოს! რაც არ უნდა სთქვათ, მაგრად ხართ დაბოღმილები და აგრესიაც მაქედან მოდის.
04 დეკემბერი 2021 22:49
3
1 კითხვა მაქვს შენნაირ ადამიანებთან: საიდან მოგაქვთ რომ რონალდოს ფანებს ლევანდოვსკი მოგვყავს მიზეზად იმის რომ მესის ოქროს ბურთი არ ეკუთვნოდა (და ამის მიზეზი არის ის რომო დაბოღმილები ხართო და ათასი სისულელე)?
მაგრამ ეს კითხვა თავში რომ გამივლის მაშინვე 1 პასუხი მაქვს: ეს არის იმიტომ რომ თქვენ რონალდოს ფანების კომენტარებს არ კითხულობთ, ყველა რონალდოს ფანი ვამბობდით რომ წელს ოქროს ბურთი ლევანდოვსკის ეკუთვნოდა და არა რონალდოს; და ყურადღებას თქვენს ნაწერს იმიტომ არ ვაქცევთ რომ აზრი არ აქვს თქვენთან რაიმეს მტკიცებას. არ ვიცი რეალურად როგორები ხართ მაგრამ ისეთ რაღაცაებს წერთ ზოგჯერ რომ ერთუჯრედიანები ხართ იფიქრებს კაცი. ჩვენ მესისთან რა პრეტენზია გვაქვს ისიც არ იცით, ჩვენ რონალდო იმიტომ მოგვწონს რომ მოხიბლულები ვართ მისი არაამქვეყნიური თამაშით, ვივით რომ თქვენც ასე ხართ და ვაღიარებთ რომ ეს ასეა, ახლა მეტს აღარ გავაგრძელებ დრო არ მაქვს თორემ სასაუბრო კიდე მეტი მაქვს (დამატებით მცირე საუბარი თუ გსურთ ისევ ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი კომი გვარდიოლას ნათქვამზე მესის ოქროს ბურთთან დაკავშირებით)...
დათო
04 დეკემბერი 2021 22:14
4
კოპა ამერიკა რომ არ მოეგო ოქროს ბურთს რეალურად ვერ აიღებდა, თუ მაგ პრინციით მისცეს ოქროს ბურთი და კოპა ამერიკაა გადამწყვეტი ფაქტორი მაშინ 2019 წელს ბრაზილიამ მოიგო ეგ ტურნირი, გაბრიელ ჟეზუსი იყო იმ დროს საუკეთესო ფორმაში და ორი ბურთიც შეაგდო ფინალში, 2019 წელს სიტიმ მოიგო პრემიერ ლიგა, ლიგის თასი და ასოციაციის თასი და გაბრიელ ჟესუსი იყო იმ წლის სიტის გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ ოქროს ბურთი მაინც მესის გადასცეს, ბარსელონამ იმ წელს მხოლოდ ლა ლიგა მოიგო, ლიგაზე ჩაფლავდა და არგენტინამ კოპა ამერიკაზეც ნახევარფინალი წააგო, ანუ რა გამოდის იმ წელს გადამწყვეტი აღმოჩნდა შიდა ჩემპიონატის მოგება ოქროს ბურთისთვის. ბოლო ორი წელია ბაიერნი შიდა ჩემპიონატში ქვას ქვაზე არ ტოვებს, ლიგაც მოიგო, ამ ყველაფრის შემოქმედი არის ლევანდოვსკი რომელიც სასწაულ სეზონებს ატარებს და ოქროს ბურთს ისევ მესის აძლევენ.
პ.ს. მესი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ბოლო ორი ოქროს ბურთი დაუმსახურებლად გადასცეს
მამუკა
04 დეკემბერი 2021 17:47
12
ნუ პროფესორობ რა, თუ არ იცი ოქროს ბურთს რატო აძლევენ ფეხბურტელს, დაგუგლე და ნახე წესები. თან ხმას რამოდენიმე ასეული სხვადასხვა ეროვნების ადამიანი აძლევს, ფეხბურთელები, ჟურნალისტები, მწვრთნელები და ა.შ. შენი აზრიც რო არინტერესებდეთ მოხვდებოდი ამ ჟიურიში, მაგრამ როგორც ჩანს, ამბები.ჯე-ს კომენტარებშიც კი არ მოწონთ შენი აზრი. არა თუ საერთაშორისო ფეხბურთში.
...
04 დეკემბერი 2021 18:00
4
მესის გონია რომ დამსახურებულად მიიღო ოქროს ბურთი... თქვენ ფანებსაც თცალები გაქვთ დაბნელებული..ობიექტურები არ ხართ უმრავლესობა
მესიმოსიარულე
04 დეკემბერი 2021 17:42
15
და რა ქნას?გადააგდოს?
ლექსო
04 დეკემბერი 2021 18:50
1
კიდე კაი შენ გვყავხარ რო თვალები აგვიხილო ჩვენ და მესის, თორე ხო დავიღუპებოდით :D :D
პელე
04 დეკემბერი 2021 18:01
3
არასოდეს მახსოვს, რომ ნებისმიერ ინტერვიუში, მესის რომელიმე ფეხბურთელი ან იგივე როლანდო გაეკრიტიკებინოს, პირიქით ყოველთვის მოკრძალებულად და მორიდებით ახსენებს მათ. ლეოს ესეთი თვისება, უფრო დიდ ფეხბურთელად აქცევს მას.
თემო
04 დეკემბერი 2021 16:57
3
ლეო ხომ როგორც ფეხბურთელი უნიჭიერესია, მაგრამ თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეც მიყვარს და პატივს ვცემ.
მამუკა
04 დეკემბერი 2021 14:58
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული