
კამერუნმა ერთ თვეში აფრიკის ერთა თასს უნდა უმასპინძლოს. News Trust-ი წერს, რომ 40 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "ბარსელონას" ლეგენდაა და ასევე, მილანის "ინტერსა" და "ჩელსიში" თამაშობდა, უნდა უხელმძღვანელოს ორგანიზაციას, რომელიც დიდი ხანია ბინძურია - შიდა დაპირისპირებებით, არასწორი მენეჯმენტითა და კორუფციით. ეტო'ომ 43 ხმით თავის კონკურენტს, ამჟამინდელ პრეზიდენტ სეიდუ მბობუო ნჯოიას გაუსწრო, რომელსაც 31 მხარდამჭერი ჰყავდა.
აფრიკის

ყოფილ თანაგუნდელს, სოციალური ქსელის მეშვეობით, გამარჯვება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიომ მიულოცა და გახარებულმა აღნიშნა, რომ კამერუნის ფეხბურთი დიდი ადამიანის ხელშია. შეგახსენებთ, მათ "ბარსელონაში" მრისხანე შემტევი დუეტი ჰქონდათ.
ეტო'ო: ეს მატჩი ფეხბურთში საუკეთესოა, მას ლიგის ფინალიც ვერ შეედრება