თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება

AutoSharing Option
ყაზახეთში რამდენიმე დღეა არეულობაა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ "ჟეტისუს" მცველმა თემურ ფარცვანიამ "ტრიბუნასთან" ისაუბრა:

"ყველაფერი უეცრად დაიწყო. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. არ ვიცი, ყველაფერი შიგნით როგორ ხდება, რადგან უკვე ორი თვეა იქ არ ვარ. ამბობენ, ზოგიერთ ქალაქში ძალიან მძიმე სიტუაციააო. ხალხი გამოვიდა, უმეტესად ახალგაზრდები - ამისათვის მათ შევაქებ. მათ რაღაცის შეცვლა უნდათ.

თუ ეს ქვეყნისათვის უკეთესი იქნება, მე მხოლოდ მივესალმები. ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. მთავარია, ქვეყნისა და ხალხისათვის ნორმალური იყოს.

"ჟეტისუსთან" კონტრაქტი დამიმთავრდა. ყველას ნოემბრამდე ჰქონდა გაფორმებული. ახლა შეკრება
იწყება და ვფიქრობ - საით და როგორ. ამ დღეებში ჩამოვყალიბდები, ჯერ 100%-ით არაფრის თქმა არ შემიძლია. თითქმის ყველა ყაზახურ კლუბს ქალაქი აფინანსებს, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციაა, საერთოდ გაუგებარია ფეხბურთის მომავალი. მთავარია, ფინანსების მხრივ ყველაფერი ნორმალურად იყოს. ჯერ უცნობია, ეს როგორ აისახება საფეხბურთო კლუბებზე.
მინდა სიმშვიდე იყოს, თუ იქ ვითამაშებ. თუ იქ სამოქალაქო ომი დაიწყო ან რაღაც მსგავსი, საშიში იქნება იქ წასვლა და თამაში".

30 წლის ფარცვანია უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა და 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი პატივისცემა მაგრამ 1 აბზაცში 10 ჯერ ახსენა ლამის ფინანსები :დ იქ არსებულ მდგომარეობაზე მეტად მგონი ფინანსური მხარე აინტერესებს ამას და თან არც მალავს . ხალხი იღუპება და ამან კლუბებს კარგი ფინანსები თუ ექნებათ დავბრუნდებიო
Tommy
13:16 07-01-2022
1

სიახლეები პოპულარული