ვლადისლავ გელზინი: შევცდით, რომ თემურ ფარცვანია მოვიწვიეთ

AutoSharing Option
როგორც იცით, დონეცკის "ოლიმპიკის" პრეზიდენტი ვლადისლავ გელზინი გუნდის ყოფილ მცველს, თემურ ფარცვანიას გარიგებულ მატჩში მონაწილეობას აბრალებდა. თუმცა, თემური უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა გაამართლა. ამაზე კომენტარი გელზინმა გააკეთა:

"კომიტეტის გადაწყვეტილებამ გამახარა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის ჩვენ კი არა, არამედ საფეხბურთო ექსპერტებმა დაადანაშაულეს. დავიღალე უსაფუძვლო ბრალდებების უარყოფით. ამიტომ გადავწყვიტე, ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტისთვის მიმემართა. თუ "ჩერნომორეცთან" მატჩზე ვისაუბრებთ, ჩვენ ვიცით, ამ ფეხბურთელებს როგორ შეუძლიათ თამაში, ვიცით მათი დონე და ვნახეთ, როგორ ითამაშეს. ვფიქრობ, თემურმა
უნდა ხელახლა ნახოს ეს შეხვედრა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადოს.

ამას გარდა, ფარცვანიას ერთ-ერთ ყოფილ გუნდს წერილი გავუგზავნეთ და ვკითხეთ - ჰქონდათ თუ არა მასთან დაკავშირებით ეჭვები. გაირკვა, რომ ყოფილა რაღაც ნიუანსები და შეუმოწმებიათ. იმიტომ, რომ იციან ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები და ნახეს, როგორ ჩაატარა ზოგიერთი მატჩი. ე.ი. სტაბილურობა აკლია, არ შეუძლია დასახული ამოცანების შესრულება და შევცდით, რომ მოვიწვიეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული