ინიესტა, ბოიან კრკიჩი, ჩიჩარიტო... - მივიწყებული ვარსკვლავები

AutoSharing Option
ხშირად ხდება, როდესაც წარმატებული ფეხბურთელები ასაკში შესვლის შემდეგ სათამაშოდ წამყვანი ჩემპიონატიდან ნაკლებად ცნობილ გუნდში/ლიგაში გადადიან, რის შემდეგაც მათ მიმართ ინტერესი იკლებს, მეტიც, ივიწყებენ. გთავაზობთ ვარსკვლავებს, რომლებიც დღესაც თამაშობენ, თუმცა მათ მიმართ სოციალურ ქსელში აღარანაირი აქტივობა აღარ არის.

37 წლის ანდრეს ინიესტა ("ვისელ კობი")

ესპანელი ფეხბურთელი დიდი დროის განმავლობაში "ბარსელონაში" თამაშობდა, იაპონიას კი 2018 წლის მაისში მიაშურა. ამის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის გამარჯვებულმა ადგილობრივ ჩემპიონატში 86 შეხვედრა გამართა და თავი 19 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა. 37 წლის ფეხბურთელი აზიაში თავს
შესანიშნავად გრძნობს, გუნდთან არსებული კონტრაქტი კი 2024 წლის იანვრამდე აკავშირებს.

35 წლის ნანი ("ორლანდო")

Sportall.Ge

პორტუგალიელი უკვე 3 წელია ამერიკაში თამაშობს, გასულ წელს გუნდის კაპიტანიც იყო, ზოგადად რეგულარული სეზონი მშვენივრად ჩაატარა, გამართა 28 შეხვედრა და 10 გოლი გაიტანა, ამას დამატებული 7 ასისტიც, თუმცა პლეი-ოფში ვეღარაფერი გააწყო და პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა. MLS-ში სამ წელში შემტევმა 88 შეხვედრა გამართა და 31 გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს გუნდთან არსებული კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბერს დაუმთავრდა, ახლა კი უგუნდოდაა.

43 წლის ჯანლუიჯი ბუფონი ("პარმა")

2022 წლის იანვრის თვეში ბუფონი 44 წლის ხდება, თუმცა ფეხბურთთან დამშვიდობებას ჯერ კიდევ არ აპირებს. იტალიელი მეკარე იმ გუნდში გამოდის, რომელშიც დიდებული კარიერა დაიწყო, მისი კალიბრის ფეხბურთელის გუნდში ყოფნა ყველა სიტუაციაში გამართლებულია, თანაც ამ კონკრეტულ სიტუაციაში "პარმას" რთული დრო უდგას (ზამთრის შესვენებაზე მე-13 ადგილით გავიდა). რაც შეეხება იტალიელის სტატისტიკას - 18 გამართულ შეხვედრაში 20 გოლი გაუშვა (6 მშრალად შენახული კარი).

33 წლის ხავიერ ერნანდესი ("ლოს ანჯელეს გალაქსი")

Sportall.Ge

ერთ დროს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" შემტევი ამერიკაში გამოდის. "ჩიჩარიტოს" პირველი სეზონი წარუმატებელი გამოუვიდა (1 გოლი 11 მატჩში), თუმცა მეორე სეზონიდან მშვენიერი სტატისტიკით გულშემატკივარს ძველი მოგონებები გაუღვივა (17 გოლი+3 ასისტი 21 მატჩში), თუმცა გუნდზე ეს შედეგი არ აისახა და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილი დაიკავა, რის გამოც პლეი-ოფს გარეთ აღმოჩნდა. ყველაფრის და მიუხედავად გასახარია, რომ 33 წლის ფეხბურთელს შესწევს ძალა, რომ გაიტანოს იმდენი გოლი, რამდენიც 2015/16 წლების სეზონის შემდეგ არ გაუტანია ("ლევერკუზენში" 17 გოლი). რა თქმა უნდა, დიდია შანსი იმისა, რომ მექსიკელი სათამაშოდ ევროპაში კიდევ დაბრუნდეს.

38 წლის ფრანკ რიბერი ("სალერნიტანა")

ფრანგი რამდენიმე თვის წინ უგუნდოდ იყო, თუმცა მოულოდნელად გადაწყვიტა "სალერნიტანაში" თამაში. მოკრძალებული გუნდი სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, უშუალოდ რიბერიმ 12 შეხვედრა გამართა და 2 ასისტიც გააკეთა.

ფრანკმა იტალიელებთან ხელშეკრულება 2021 წლის სექტემბრის თვეში გააფორმა, თვე ნახევრის შემდეგ კაპიტნის სამკლაურიც მოირგო, კონტრაქტს კი ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის. გააგრძელებს თუ არა ფრანგი კარიერას, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

31 წლის ბოიან კრკიჩი ("ვისელ კობი")

Sportall.Ge

ერთ დროს ესპანური ფეხბურთის უდიდესმა ტალანტმა საკუთარი ნიჭი ევროპულ ფეხბურთში ვერ გამოავლინა, არადა ამის გამოსააშკარავებლად ყველანაირ კლუბში ითამაშა - "რომა", "მილანი", "აიაქსი", "სტოკი", "მაინცი", "ალავესი" და რაც მთავარია "ბარსელონა", თუმცა არ გამოუვიდა და გაეშურა "მონრეალში", 2021 წლის აგვისტოს თვეში კი ანდრეს ინიესტას "ვისელ კობიში" მივიდა, გამართა, აღსანიშნავია, რომ 7 შეხვედრა გამართა და 1 გოლიც გაიტანა.

34 წლის მარუან ფელაინი ("შანდონგ დაიშანი")

2019 წელს ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "შანდონგ დაიშანში" გადაბარგდა, სადაც უპრეცედენტოდ კარგი შედეგი დააფიქსირა. გამართა 78 შეხვედრა და 31 გოლიც გაიტანა, წარმოიდგინეთ, დაახლოებით 2.5 თამაშში ბელგიელს გოლი გააქვს. ასეთი შედეგი მას არც "ევერტონში" ჰქონია და არც "მანჩესტერ იუნაიტედში", თანაც ტიტულიც მოიგო (ჩინეთის ჩემპიონატი).

36 წლის ლუკას პოდოლსკი ("გურნიკი")

იაპონიის შემდეგ პოდოლსკის შესახებ ძალიან ცოტა სიახლეს თუ შევხვდებით, დღეს წარმოშობით პოლონელი ამავე ჩემპიონატში გამოდის ("გურნიკში"), კონტრაქტის გასვლის შემდეგ კი სავარაუდოდ 1 წლით გაახანგძლივებს. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს - 14 შეხვედრაში 3 გოლი და 1 ასისტი.

38 წლის რიკარდო კუარეშმა ("ვიტორია გიმარაეში")

2016 წლის ევროპის ჩემპიონი დღეს პორტუგალიის ლიგის ერთ-ერთ საშუალო გუნდში ასპარეზობს. 2020 წლის სექტემბერში ფეხბურთელმა "ვიტორიასთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა, რომელიც ამ სეზონის დასრულების შემდეგ იწურება. პრიმეირაში შემტევმა 15 შეხვედრა გამართა და თავი 1 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფელაინი,კრკიჩი და პოდოლსკი როგორი ჩამქრალები იყვნენ ისე ანათებენ ეხლაც ეგ ვარსკლავები))
ჩორნა
16:06 08-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული