ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ "ჯენოა" ჩაიბარა, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხა და გადააყენეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლონეთის ეროვნულ გუნდს ჩაუდგება სათავეში, თუმცა პოლონეთის ნაკრების პრეს-ატაშემ, იაკუბ კვიატკოვსკიმ განაცხადა, რომ ეს სიმართლე არ არის და მომავალ კვირაში ვაკანტურ თანამდებობაზე ადგილობრივ სპეციალისტს დანიშნავენ.
კიევის "დინამოს" ყოფილმა თავკაცმა იოჟეფ საბომ თქვა, რომ შევჩენკო იტალიაში სამუშაოდ არ უნდა წასულიყო:
"თითქოს შევჩენკოს გადაყენება ლოგიკურია, მაგრამ მე ვერ გავიგე, იქ რატომ წავი
და. "ჯენოას" პირველი ორი მატჩი ვნახე, ნორმალური ფეხბურთელები არ არიან და გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, ამ მოთამაშეებით რა უნდა გააკეთოს?" ფულის და ხელფასის გამო წავიდა? მას ფული ხომ აქვს. შესაძლოა, გუნდის გაძლიერებას დაჰპირდნენ. ამ შემადგენლობით აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გააკეთებდა. მეცოდება ანდრეი. თავად ჩაიგდო თავი ასეთ სიტუაციაში.
ახლა ფსიქოლოგია დარღვეული აქვს, უნდა დაისვენოს და გაერკვეს, რატომ წავიდა იქ. "დინამოში" ვერ დაბრუნდება, რადგან ამ გუნდს მწვრთნელი ჰყავს. თუ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში შოტლანდიას ვერ დავამარცხებთ, მაშინ პეტრაკოვის გადაყენება-არგადაყენების საკითხი დადგება".