ციურიხში ფიფას წლის რჩეულ ფეხბურთელთა დაჯილდოება (The Best 2022) გაიმართა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი აღიარეს. სამეულში ლეო მესი (ბარსელონა/პსჟ) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) მოხვდნენ.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ალექსია პუტელიასი (ბარსელონა)
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ალექსია პუტელიასი (ბარსელონა)
საუკეთესო მეკარე კაცთა და ქალთა შორის - ედუარდ მენდი (ჩელსი) და კრისტინ ენდლერი (ლიონი)
ფეირ-პლეი - დანიის ნაკრები, დანიის ნაკრების საექიმო შტაბი და პერსონალი
ფანები - დანიელი და ფინელი ქომაგები
საუკეთესო მწვრთნელი კაცთა და ქალთა შორის - თომას
ტუხელი (ჩელსი) და ემა ჰეიესი (ჩელსი)
ფერენც პუშკაშის სახელობის საუკეთესო გოლის ჯილდო "სევილიას" არგენტინელ ნახევარმცველ ერიკ ლამელას გადაეცა
ფანები - დანიელი და ფინელი ქომაგები
საუკეთესო მწვრთნელი კაცთა და ქალთა შორის - თომას
ფერენც პუშკაშის სახელობის საუკეთესო გოლის ჯილდო "სევილიას" არგენტინელ ნახევარმცველ ერიკ ლამელას გადაეცა
სპეციალური ჯილდო ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით დამყარებული რეკორდისთვის - კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
სიმბოლური ნაკრები: დონარუმა (იტალია), დიაში (პორტუგალია), ბონუჩი (იტალია), ალაბა (ავსტრია), კანტე (საფრანგეთი), ჟორჟინიო (იტალია), დე ბრუინი (ბელგია), მესი (არგენტინა), ლევანდოვსკი (პოლონეთი), ჰოლანი (ნორვეგია), რონალდო (პორტუგალია)