არანაირი ურთიერთობა აგრესორთან - უკრაინამ თავის სპორტსმენებს რუსებთან სურათის გადაღებაც კი აუკრძალა

AutoSharing Option
უკრაინის ხელმძღვანელობამ 2022 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც 4 თებერვალს პეკინში აიღებს სტარტს, თავის სპორტსმენებს რუსებთან ურთიერთობა და მათთან სურათის გადაღებაც კი აუკრძალა. ამაზე კომენტარი უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გააკეთა.

"აქ განსაკუთრებულად კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია და ამის მითითების მიცემა არც იყო საჭირო. ყველა თავისი ქვეყნის პატრიოტი უნდა იყოს და იცოდეს, ვინაა მისი მეგობარი და ვინ - მტერი.

ამიტომ არავითარი ერთობლივი ფოტო, რუსებთან ძმობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს ქვეყანა აგრესორია, რომელიც შენს ძმებსა და დებს ხოცავს, იპყრობს შენს მიწებს.
ასეთი რამის პატიება არ შეიძლება", - ციტირებს მარკევიჩს  Meta-ratings.com.ua.

უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა მცველმა არტიომ ფედეცკიმ კი განაცხადა, რომ რუსეთში მოთამაშე უკრაინელ ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში არ გამოიძახებენ: 

"პეტრაკოვი მათ, რა თქმა უნდა, არ იხმობს. ვიცნობ რა პეტრაკოვს, ეს თემა დახურულია და არც კი განიხილება. რაკიცკი ახლა რუსეთში ასპარეზობს. ასე რომ, ეს საკითხიც დახურულია. იარიკმა თავისი არჩევანი გააკეთა და ეს მისი უფლებაა. მის პოზიციაზე კარგი ფეხბურთელები გვყავს, იგივე ზაბარნი და მატვიენკო".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს ქართველების ფორუმია, თუ რუსების? ასეთ კარგ სტატიას დისლაიქები ვინ დაუდო?
ქ. გ.
03:37 27-01-2022
11
მიშა რა შუაშია ან ბიძინა შე დამპალი ორჯონიკიძის დამპალი გენეტიკის გამგრძელებელო.
კიდე მეტს ვიტყოდი რისგან ხარ გაკეთებული მაგრამ დაბლოკავს ადმინი, ესეც თუ გაატარა...
შე....
03:25 27-01-2022
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული