პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად მიხნევიჩი დანიშნეს

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად არა ადამ ნავაკლა, არამედ "ლეგიას" ყოფილი თავკაცი ჩესლავ მიხნევიჩი დანიშნეს.

მიხნევიჩს კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით გაუფორმეს.

მიხნევიჩი "ლეგიადან" 2021 წლის სექტემბერში დაითხოვეს, როდესაც გუნდი ჩემპიონატზე მე-15 ადგილზე იყო.

24 მარტს პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონტზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში რუსეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული