„არისტოკრატები“ 55-ე წუთზე ლუკაკუმ დააწინაურა. 64-ე წუთზე რაფაელ ვეიგამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. 117-ე წუთზე კი ჰავერცმა თერთმეტმეტრიანით გამარჯვება ლონდონურ გუნდს მოუტანა.
„ჩელსიმ“ პირველად მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეცხრედ გახდა ევროპული კლუბი.
მესამე ადგილისთვის მატჩში ეგვიპტის „ალ-აჰლიმ“ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალს“ 4:0 სძლია.