ბონეკი: უკრაინის ნაკრებს შევჩენკო კი არა, ტასოტი წვრთნიდა

AutoSharing Option
პოლონეთის ფეხბურთის კავშირის ექსპრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა უკრაინის ნაკრებისა და "ჯენოას" ყოფილ მწვრთნელზე, ანდრეი შევჩენკოზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"საბედნიეროდ, შევჩენკო პოლონეთის ნაკრების თავკაცი არ გახდა, რადგან ჩემი აზრით, კანდიდატებს შორის ყველაზე უარესი იყო. ის ჩვენთან უკრაინის ეროვნულ გუნდში წარუმატებლად დასრულებული თავგადასავლის შემდეგ ჩამოვიდოდა. თუმცა, ცნობილია, რომ ის უფრო პიარ-სახე იყო, ნაკრებს კი მაურო ტასოტი წვრთნიდა.

ამასთან, "ჯენოამ" მისი ხელმძღვანელობით 10-დან 7 მატჩი წააგო. ასეთი წარუმატებელი სპეციალისტი ჩაიბარებდა პოლონეთის ნაკრებს და უხელმძღვანელებდა რუსეთთან უმნიშვნელოვანეს პლეი-ოფის მატჩებში? სოუზას წასვლის მერე ერთადერთი კანდიდატი მხოლოდ
პოლონელი შეიძლებოდა ყოფილიყო", - განუცხადა ბონეკმა Polsat Sport-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული