ლინეკერი რონალდოსა და მესიზე: საფეხბურთო ღმერთებსაც არ შეუძლიათ დროს გამოწვევა გამოუცხადონ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა საკუთარი მოსაზრება თავდამსხმელების - კრიშტიანო რონალდოსა (მანჩესტერი) და ლეო მესის (პსჟ) შესახებ გამოთქვა:

"მესი ივნისში 35 წლის გახდება, რონალდოს ახლახან 37 წელი შეუსრულდა. ჩვენ, სავარაუდოდ, მოლოდინის შემცირება მოგვიწევს.

ისინი ჯერ კიდევ შესანიშნავ რამეებს ქმნიან, მაგრამ თვით ამ საფეხბურთო ღმერთებს არ შეუძლიათ დროს მარადიულად გამოწვევა გამოუცხადონ", - წერს ლინეკერი თავის "ტვიტერზე".

გარიმ პასუხი გასცა სოციალურ ქსელში რეპლიკას: "მე მიყვარს მესი და რონალდო, თუმცა ისინი ისე გამოიყურებიან, თითქოს სასოწარკვეთილნი რაღაცის გაკეთებას ცდილობენ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კი ეწყინება ლინეკერს, მაგრამ რონი 37 წლიდან მოყოლებული კარიერის დასრულებამდე იმდენს გაიტანს ამ ლინეკერს მთელ კარიერის მანძილზე არ ექნება გატაანილი და ჩააკმედინებს საბოლოოდ ხმას მაგის სულელური გამოხტომების გამო :)
las
17 თებერვალი 2022 16:17
3
ერთი ორი თამაში არ გამოუვათ და ეპოქა მთავრდება, ასაკი აქვთ და ასე შემდეგ... ეს თვითონ იციან როდის დამთავრდება ეპოქა. მესის მერე, პირადად ჩემთვის მართლა დამთავრდება ფეხბურთი!
goCa
16 თებერვალი 2022 19:58
13
მართალია, სამწუხაროდ ეპოქა სრულდება დიდი.
ტტტ
16 თებერვალი 2022 19:27
5
მესის არც ვამტყუნებ, რომ ზოგჯერ თამაში ისე არ გამოსდის, როგორც თვითონ უნდა. რა ვქნა ერთი და იგივეს გამეორება მიწევს, მაგრამ ასეა: არ არის ადვილი ერთ კლუბს შესწირო, შენი საუკეთესო წლები და უცებ სხვა გუნდში აღმოჩნდე, სადაც შენთვის ყველაფერი უცხოა, სათქმელად ადვილია,მაგრამ შეჩვევა და ყველაფერს მოერგო, ნამდვილად ძნელია. კოპას მერე მესი მშვენიერ ფორმაში იყო და როგორ გგონიათ ასე უცებ დაკარგავდა ფორმას? აი ძაღლის თავიც აქ არის. ჩამოვიდა ბარსელონაში და უცებ იგებს, რომ კონტრაქტს არ უხანგრძლივებენ, წარმომიდგენია ლეოსთვის ეს რამხელა დარტყმა იყო! ფაქტიურად ფსიქოლოგიურად განადგურებლია მესი, კი შეიძლება არ იმჩნევს, მაგრამ დაკვირვებულ თვალს არაფერი გამოეპარება. მესის "იძულებით" წასვლას პარიზში ვაბრალებ, თვითმარქვია "პრეზიდენტს,' გუნდს, და ვითომ მეგობარ თანაგუნდელებს, რომლებმაც არაფერი გააკეთეს მესის დასარჩენად. მერე ამ ასაკებით უკვე წაიღეს ტვინი ყველამ, პროფესიონალ ფეხბურთელს რახან თამაში შეუძლია ,უმაღლეს დონეზე, ესეიგი შეუძლია თამაში!!!!!!!!
გია
16 თებერვალი 2022 19:05
6
გია გაფასებ როგორც ნაღდ გულშემატკივარს. მესის ამბავში, ყველაფერში მართალი ხარ.
მერაბი.
16 თებერვალი 2022 21:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული