ლინეკერი რონალდოსა და მესიზე: საფეხბურთო ღმერთებსაც არ შეუძლიათ დროს გამოწვევა გამოუცხადონ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა საკუთარი მოსაზრება თავდამსხმელების - კრიშტიანო რონალდოსა (მანჩესტერი) და ლეო მესის (პსჟ) შესახებ გამოთქვა:

"მესი ივნისში 35 წლის გახდება, რონალდოს ახლახან 37 წელი შეუსრულდა. ჩვენ, სავარაუდოდ, მოლოდინის შემცირება მოგვიწევს.

ისინი ჯერ კიდევ შესანიშნავ რამეებს ქმნიან, მაგრამ თვით ამ საფეხბურთო ღმერთებს არ შეუძლიათ დროს მარადიულად გამოწვევა გამოუცხადონ", - წერს ლინეკერი თავის "ტვიტერზე".

გარიმ პასუხი გასცა სოციალურ ქსელში რეპლიკას: "მე მიყვარს მესი და რონალდო, თუმცა ისინი ისე გამოიყურებიან, თითქოს სასოწარკვეთილნი რაღაცის გაკეთებას ცდილობენ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კი ეწყინება ლინეკერს, მაგრამ რონი 37 წლიდან მოყოლებული კარიერის დასრულებამდე იმდენს გაიტანს ამ ლინეკერს მთელ კარიერის მანძილზე არ ექნება გატაანილი და ჩააკმედინებს საბოლოოდ ხმას მაგის სულელური გამოხტომების გამო :)
3
ერთი ორი თამაში არ გამოუვათ და ეპოქა მთავრდება, ასაკი აქვთ და ასე შემდეგ... ეს თვითონ იციან როდის დამთავრდება ეპოქა. მესის მერე, პირადად ჩემთვის მართლა დამთავრდება ფეხბურთი!
goCa
19:58 16-02-2022
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული