ESPN: უეფა სანქტ-პეტერბურგის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგის ფინალის სხვა ქალაქში გადატანაზე მუშაობს

AutoSharing Option
უეფა უკვე მუშაობს ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანქტ-პეტერბურგიდან სხვა ქალაქში გადატანაზე, - იტყობინება ESPN.

გამოცემის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შესაძლო ინტერვენციის გამო მატჩის გადატანის ალბათობა ძალიან მაღალია. უეფა ამ საკითხზე ევროკავშირთან თანამშრომლობას გეგმავს, რომელიც რუსეთზე სანქციებს მხარს დაუჭერს.

თამაშის ლონდონის "უემბლიზე" ჩატარება არ განიხილება, რადგან ამ არენაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2024 წელს უნდა გაიმართოს.

მატჩის ჩატარების შესაძლო ვარიანტებად რომის, მიუნხენის, პარიზის, ამსტერდამისა და ბარსელონის არენები განიხილება.

გუშინ დილით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ და თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის
შემოღება გამოაცხადეს, რასაც საღამოს უმაღლესმა რადამ დაუჭირა მხარი.

საგანგებო მდგომარეობა 30 დღით მისი კიდევ 30 დღით გახანგრძლივების შესაძლებლობით იქნა შემოღებული. ამის გამო უკრაინის პრემიერლიგა 25 თებერვალს ვერ განახლდება, თუმცა განიხილება მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარების ვარიანტი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სამწუხაროდ ომი 2 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის უკვე დაიწყო
სტალინი
24 თებერვალი 2022 11:49
0
თბილისში გამოუშვით, სტადიონი გვაქვს კოვიდ შეზღუდვები არა
www
24 თებერვალი 2022 09:53
1
არ არის სწორი . ნუ ურევენ პოლიტიკას ფეხბურთში
ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდის
24 თებერვალი 2022 10:22
15
Gavmijnot sport politikidan rusetis mtavrobav
Beryy
24 თებერვალი 2022 08:44
4
აბა გავმიჯნოოთო პოლიტიკა და სპორტი
giorgi
24 თებერვალი 2022 09:57
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული