არც სახელწოდება, არც დროშა, არც ჰიმნი - რუსული ფეხბურთი მწარედ დასაჯეს

AutoSharing Option
Они никто и звать их никак

უკრაინაში ომის დაწყების გამო ფიფამ რუსეთის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო - რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. რუსებს გასვლითი მატჩების ნეიტრალურ მოედანზე მაყურებლების გარეშე გამართვა მოუწევთ.

რუსეთის ნაკრები ყველა ტურნირზე ითამაშებს არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელწოდებით. შეხვედრებისას მათ არ ექნებათ დროშა და არ გაჟღერდება ჰიმნი.

ამას გარდა, ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფებთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, რადგან პოლონეთი, ჩეხეთი და შვედეთი რუსეთთან თამაშზე უარს აცხადებენ. ფიფა ამ ქვეყნების ფედერაციებთან მჭიდრო კონტაქტზე იმყოფება და ერთობლივად
მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას.

პოლონეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ცეზარი კულეშამ განაცხადა, რომ ფიფას გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და რუსეთთან არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებენ. იმავეს აპირებს ინგლისიც.

თუმცა შეიძლება რუსეთი საერთაშორისო ტურნირებიდან საერთოდ მოკვეთონ. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა რუსეთის საფეხბურთო ორგანიზაციებიდან გარიცხვა მოითხოვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არა მარტო ნაკრებს კლუბებსაც უნდა აეგძალოთ ნებისმიერ ტურნირზე ასპარეზობა, რაც შეეხება ლეგიონერებს სასწრაფოდ უნდა დატოვონ რუსეთი, არანაირი ფული არ ღირს იმად რაც უკრაინაში ხდება კლავენ ბავშვებს და ქალებს ეს ნაძირლები, როდემდე გაუძლებს ვნახოთ თვითონვე დაჭამენ ერთმანეთს ცოტა ხანში,, ძირს პუტინი და ყველა მისი მომხრე, დიდება უკრაინას
გიორგი
02:06 28-02-2022
2
მერე იტყვიან ფეხბურთელმა რა დააშავაო,მართალია ზოგიერთმა არაფერი დააშავა,მაგრამ ძიუბასნაირ ფეხბურთელს,რომელიც პუტინს აღმერთებს,რა უნდა მოედანზე?! მე უეფადანაც და ფიფადან მოკვეთაზეც არ ვიტყოდი უარს, რუსეთის საფეხბურთო კავშირი რომ ერქმევა,მერე რა,რუსს საერთოდ არ ღელვებს ეგ ამბავი,ბევრად უფრო მკაცრი სანქციებია გასატარებელი
საქართველო
05:59 28-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული