რუსეთის უეფადან მოკვეთა - ახალი სანქციების მოლოდინში

AutoSharing Option
Insidersport-ის თანახმად, ფიფა აქამდე არსებულ რეგულაციებზე შეჩერებას არ აპირებს და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მოუწოდებს, უეფადან რუსეთის გაძევებასა და ამ ქვეყნის კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთაზე იფიქროს.

ამავდროულად, AP-ი იუწყება, რომ ალბანეთის ნაკრები უარს ამბობს, უახლოესი "ერთა ლიგის" მასშტაბით მათი ჯგუფის მეტოქე რუსებს დაუპირისპირდნენ - ამის შესახებ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლკა ჯაჩკამ განაცხადა.

ამ ორი ნაკრების გარდა, ჯგუფში ისლანდია და ისრაელი არიან.

შეგახსენებთ აქამდე არსებულ ძირითად რეგულაციებს - ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება სანქტ-პეტერბურგს ჩამოერთვა; რუსეთის ნაკრები ყველა ტურნირზე ითამაშებს
არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელწოდებით; შეხვედრებისას მათ არ ექნებათ დროშა და არ გაჟღერდება ჰიმნი; პოლონეთი, ჩეხეთი და შვედეთი რუსეთთან პლეი-ოფის თამაშზე უარს აცხადებენ.

უახლოეს წარსულში რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიანიჭეს, ახლა კი მის მიმართ მკაცრ სანქიებს ვხედავთ, რაც მისასალმებელია.

altარც სახელწოდება, არც დროშა, არც ჰიმნი - რუსული ფეხბურთი მწარედ დასაჯეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ინფანტინოს (თუ რაც არის) თავზე ვაზელინი წაუსვან, უფრო კარგად "იმუშავებს"
S.K.K.
01 მარტი 2022 10:44
0
მოკვეთესო უკვე ამბობენ
მიჩინიო
28 თებერვალი 2022 21:46
1
ნუ ბეჭდავთ მაინც ყველა სტატიაში ამ საზიზღრობის სურათებს...
ID
28 თებერვალი 2022 20:12
1
სამარცხვინოები არიან ჩეფერინიდან დაწყებული აქაური ლიდერშიპით დამთავრებული. რა დროშა და ჰიმნი... გააგდონ უნდა საერთოდ ყველა ფედერაციიდან. წავიდნენ რუსი ფეხბურთელები (და ყველა სპორტსმენები) და წითელ მოედანზე გააპროტესტონ....
ID
28 თებერვალი 2022 20:12
0
რა გიმნი? რა დროშა? გააგდონ საერთოდ აგერ ნახავთ მაინც თუ არ მოუწევთ, აბა მაგათ არავინ არ ეთამაშება და გამოაცხადონ მაDინ მსოფლიო ჩემპიონად
დათო
28 თებერვალი 2022 20:00
0
დიდი მნიშვნელობა არაქვს რა სახელწოდებით ითამაშებს.უნდა მოხსნან და მორჩა და გათავდა.ჰიმნი,დროშა,რას მაიმუნობენ.მთავარია რომ არ მისცენ მონაწილეობის უფლება
კახა ქ.
28 თებერვალი 2022 18:58
0
რას მასხარაობენ ეს კორუმპირებული ფიფა, უეფა და ოლიმპიური კომიტეტი, მოხსენით ყველა სპორტსმენი თუ გუნდი ყველა ტურნირიდან და ყველაფრიდან, არცერთი რუსი სპორტსმენი არსად და წერტილი! რა დროშა, რის დროშა, ტარი გაუკეთეთ პუტლერს
llcl
28 თებერვალი 2022 17:10
3

სიახლეები პოპულარული