როგორ შეიძლება კვარაცხელიამ რუსეთს თავი დააღწიოს?

AutoSharing Option
რუსეთში ბევრი ქართველი ლეგიონერი თამაშობს და რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რადგან რუსულ კლუბებს ევროტურნირებიდან მოკვეთენ და თანაც, ანაზღაურების პრობლემაც შეექმნებათ. გულშემატკივრებს უფრო მეტად "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი აინტერესებთ - როგორ შეიძლება ყაზანურ კლუბს თავი დააღწიოს? აქედან ადვილია რჩევების მიცემა და უნდა გვახსოვდეს, სად და როგორ რთულ სიტუაციაში იმყოფებიან ჩვენი ფეხბურთელები და ალბათ, უპრიანი იქნება, ისინი არათუ არ გავაკრიტიკოთ და კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოვაქციოთ, არამედ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.

უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლეთის სანქციების გამო რუსეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. დღეს რუბლი
დოლართან მიმართებით 25.4%-ით გაუფასურდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 105.27. თუმცა ეს რეალური ფასი არ არის. დილის მონაცემებით, ბანკების სალაროებში 1 დოლარის შეძენა 171 რუბლად იყო შესაძლებელი და ეს მხოლოდ დასაწყისია.

რუსეთის პრემიერლიგამ საგანგებო სხდომა მოიწვია. РБ Спорт-ის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა, რომ ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, რომელთაც ხელფასებს ევროთი უხდიან, სერიოზული პრობლემა შეექმნათ და ვალუტის კურსის ფიქსაციის წინადადება წამოაყენა.

სხვა კლუბების ხელმძღვანელებმა მას მხარი დაუჭირეს და მიიღეს კოლექტიური გადაწყვეტილება, ევროს კურსი 90 რუბლზე დააფიქსირონ. ლეგიონერებთან მოლაპარაკებებს გამართავენ ხელფასების შემცირების თაობაზე, თუმცა, ცხადია, თავიანთი დირექტივებით რუბლის გაუფასურებას ვერ შეაჩერებენ და უცხოელი ფეხბურთელები კონტრაქტების გაწყვეტას მოითხოვენ, მით უმეტეს, რუსული ფეხბურთი მალე სრულ იზოლაციაში მოექცევა.

საფეხბურთო აგენტმა ალექსეი საფონოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბევრი უცხოელი ლეგიონერი ტრამპლინად იყენებს, "სპარტაკის" ლეგიონერებმა ვალუტის ფიქსირებაზე უარი თქვეს, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ კლუბებში, მაგალითად, "ურალში", სადაც ფეხბურთელებს გასამრჯელოს რუბლით უხდიან. ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, რა მოხდება, თუ ლეგიონერს აღარ უნდა რუსეთში თამაში და ხელშეკრულების შეწყვეტას მოითხოვს? ასეთ შემთხვევაში მოუწევს თუ არა მას უზარმაზარი საკომპენსაციო თანხის გადახდა?

"მოიძებნება კომპრომისი. არის ფიფა, უეფა, ფეხბურთელთა სტატუსის სხვადასხვა პალატა. ყოველთვის არსებობს რაღაც ფორსმაჟორები, ეს კი სწორედ ფორსმაჟორია. მეგობრულად მოილაპარაკებენ, რადგან თუ ფეხბურთელი იტყვის, რომ აქ თამაში არ უნდა, მის ძალით შეჩერებას ვერავინ შეძლებს.

მე უბრალოდ არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორი შედეგი მოჰყვება. თუ ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებენ, ზოგიერთი კლუბისთვის ამდენი ლეგიონერის ყოლას აზრი არ ექნება. "ზენიტი" ჩემპიონი ბრაზილიელების გარეშეც გახდება. მათ ორ-ნახევარი შემადგენლობა იმისათვის შეკრიბეს, რათა ღირსეულად იასპარეზონ ევროტურნირებზე", - უპასუხა საფონოვმა.

უკრაინა დამპყრობელს ღირსეულად უმკლავდება. ოკუპანტმა 5 300-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. განადგურებულია 191 ტანკი, 816 ჯავშანმანქანა, 74 ზარბაზანი, 29 თვითმფრინავი და ამდენივე ვერტმფრენი. რუსეთის არმიის შეტევა შენელდა. თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს, არაა გამორიცხული, უკრაინის უმაღლესმა რადამ თათრეთისა და ბაშკირეთის დამოუკიდებლობა აღიაროს (მიუხედავად იმისა, რომ ამ რესპუბლიკებს დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებიათ). ეს ცოტა უცნაურად კი მოჩანს, მაგრამ მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება და იცვლება, რომ გამორიცხული არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მოწოდებები უკვე გაისმის.

მკითხველის კომენტარები / 17 /
და ხვიჩას წამოსვლით რუსი რო გავაღიზიანოთ? ეს აქტი ხო პროვოკაციაა, პირიქით იქნებ "ცსკა" ან "ზენიტი"))) ფუუ ...
სანი
01 მარტი 2022 10:42
3
კავარხელიამ უნდა ჩაალაგოს ჩემოდანი და განაცხადოს პუტინი ფაშისტია და მე რუსეთში არ ვიტამაშებ მანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი არის პუტინი!!! და წამოვიდეს. ასე უნდა გააკეთოს აბსოლუტირად ყველა უცხოელმა ფეხბურთელმა რუსეთში.
ფეხბურთელი
01 მარტი 2022 09:24
4
ვატყობ ყველაზე მეტად ჯუღელის დაერხა.სად გაყიდის ეხლა "ფუტბოლისტებს"?ააა, ბოდიში, ალბათ ისევ იმ "ტოპმენეჯერებს" დაუკავშირდება ვისთანაც ხვიჩა-ს ამბებს აწყობდა და ეხლა ევროპაში დაიწყებს "მოღვაწეობას"
Simartle
01 მარტი 2022 02:53
1
Ორი სიტყვა გრამატიკულად ვერ დაგიწერიათ,გრამატიკულს ვინ ჩივის ქართულად ვერ დაგიწერიათ და ხვიჩას ასწავლით როგორ მოიქცეს? მოვლიენ-წავლიან რას ნიშნავს?მაგ სოფლებში დედა ენის წიგნები სხვანაირები გააქვთ(გაქვენ)?გვითხარით იქნება თქვენთან სხვანაირად გასწავლიენ ქართულ ენას???
Გენიოსებოოოო
28 თებერვალი 2022 22:46
10
ქართველს არ უჭირს წაიკითხოს,მაგრამ გატყობ ქართველი არ ხარ,ხოდა მოდი …წადი არარატ არმენიაში.ადრე თუ გვიან ყველა ბრუნდება სამშობლოში უმეტეს შემთხვევაში
გენიოსებოო-ს
01 მარტი 2022 10:44
3
პირველრიგში სოფელს უარყოფით კონტექსტში ნუ მოიხსენიებ. მე ვცხოვრობ სოფელში და ჩემზე კაი ქალაქელის... დანარჩენი მართალი ხარ
HHH
01 მარტი 2022 09:26
2
ხვიჩას ახლავე შეუძლია გაწყვიტოს რუბინთან კონტრაქტი იმიტომ რომ ფორსმაჯორული სიტუაციაა რუსულ ფეხბურთში. მალე კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასაც ვერ გადაუხდიან
რობი
28 თებერვალი 2022 22:27
0
ეს ომი შენთვის მომხდარა ხვიჩა, სავარაუდოთ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს, უეფა მისცემს უფლებას კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტისო.
zelenski
28 თებერვალი 2022 22:26
0
რუსეთის ლიგაში ბევრი კარგი და ძვირი ფეხბურთელი თამაშობს, ამიტომ ისინი ამ სიტუაციიდან აუცილებლად ნახავენ გამოსავალს, მერე კი სადაც ისინი, იქ კვარამაც უნდა გამოიხსნას თავი. ანუ მისგან ინიციატივის აღება უადგილოდ მეჩვენება. თორნიკე სხვა საქმეა, მას ესპანეთში თამაში გარანტირებული აქვს და გამოსყიდვა თუ დასჭირდა ესპენელები ამაზედაც წავლიან. კვარას კი საქართველოში აქვს თამაში გარანტირებული და ისიც გამოსყიდვის გარეშე.
ჟორა
28 თებერვალი 2022 22:22
1
ვინმე დაეხმაროს ამ ბიჭს. მას ევროტურნირებზე თამაში უნდოდა, ახლა რომც ყოფილიყო რუბინი ევრო ან ჩემპიონთა ლიგაზე, მაინც მოხსნიდნენ, ყველაფერი შეუჩერა უეფამ რუსულ ფეხბურთს.
რამე გააკეთე კვარა, რაც არუნდა იშრომო და რუბინში გოლები იტანო, მაინც ვერ მოხვდები ევროტურნირებზე.
ვინმე დაეხმაროს იქნებ და იქედან წამოიყვანოს!
!!
28 თებერვალი 2022 22:01
0
ჰამოდი
Winter
28 თებერვალი 2022 21:24
2
როგორ და როგორც Თორნიკე Შენგელია მოიქცა
მოა
28 თებერვალი 2022 21:02
2

სიახლეები პოპულარული