"პუტინის ქვეყანაში ვეღარ ვიმუშავებ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელი გადადგა

AutoSharing Option
ურაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების გამო მოსკოვის "ლოკომოტივი" გერმანელმა მწვრთნელმა მარკუს გიზდოლმა პროტესტის ნიშნად დატოვა, - იტყობინება "ბილდი".

"ჩემთვის სამწვრთნელო საქმიანობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოა, მაგრამ არ შემიძლია ვიმუშაო ქვეყანაში, რომლის ლიდერი პერსონალურადაა პასუხისმგებელი ევროპის ცენტრში ომის დაწყებაში. ეს არ შეესაბამება ჩემს ფასეულობებს. ამიტომ დაუყოვნებლივ გადავდექი მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელის პოსტიდან.

მე არ შემიძლია მოსკოვის ბაზაზე ყოფნა, ვავარჯიშო ფეხბურთელები და შევინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც ჩემგან რამდენიმე კილომეტრში გაიცემა ბრძანებები, რომლებიც მთელი ერის დიდ ტანჯვას იწვევს.

ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული
ვარ", - ციტირებს გიზდოლს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული