სულაქველიძემ მოსკოვის "დინამოსთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველმა გიორგი სულაქველიძემ მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელა, - ამის შესახებ კლუბი თავისი საიტით იტყობინება.

გიორგი სულაქველიძე მოსკოვშია დაბადებული, "ხიმკის" აღზრდილია, ერთი წელი ტულის "არსენალში" თამაშობდა, 2019 წლის აგვისტოში "დინამოში" გადავიდა, ჯერ ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, შემდეგ კი "დინამო 2"-ში, რომლის შემადგენლობაში 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

იანვრიდან ის უკვე "დინამოს" პირველ გუნდში გადაიყვანეს და თებერვალში "ხიმკისთან" რუსეთის პრემიერლიგის შეხვედრის განაცხადში მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არ გვაინტერესებს
ტოტტ
11:23 11-03-2022
2
არ ეპატიება ამ გვარის პატრონს.
იქნებ თენგიზმა ურჩიოს რამე.
დიდგორელი
14:43 11-03-2022
1

სიახლეები პოპულარული