უკრაინელებმა ნაკრების ყოფილ კაპიტანს ყველა ჯილდო ჩამოართვეს

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ "ზენიტის" სტრუქტურაში მომუშავე ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ანატოლი ტიმოშუკს ყველა სპორტული ჯილდო და ტიტული ჩამოართვა და ქვეყანაში საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ხელისუფლებას მიმართავს, რათა ტიმოშუკს სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთვას.

ტიმოშუკის ყოფილმა გუნდმა "ბაიერნმა" უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხდადა, ტიმოშუკი კი დუმილს და აგესორის კლუბში მუშაობას განაგრძობს.

ტიმოშუკი "ვოლინში", "შახტარში", "ზენიტში", "ბაიერნსა" და "ქაირათში" თამაშობდა. მან უკრაინის ნაკრებში 144 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველამ ყველაფერში როგორ უნდა გვაჯობოს, ხოხოლეიც ჩვენზე მაგარი პატრიოტები და ვაჟკაცები გამოდგნენ, მახსოვს აფხაზეთში როცა ომი მიდიოდა იმ დროს თბილისში ქორწილები და ტაშ-ფანდური იმართებოდა,ასევე იყო აგვისტოს ომის დროსაც და ნუ გვიკვირს სადაცა ვართ გინდა პოლიტიკაში და გინდა სპორტში, ერთადერთი რაშიც ვართ მაგრები და ყველას ვჯობივართ სუფრაზე მაღალფარდოვანი სადღეგრძელოების თქმაში
მამუკა
04:04 12-03-2022
7
ბატონო გია..პროცენტულობაზე კი არაა საუბარი..ქალები იბრძვიან იქ და მთელი ერია ერთ მუშტად..აი ამაშია განსხვავება ბიძიკო..ვეთანხმები მამუკას კომენტარსს.თბილისში და ასლანას აჭარაში სხვა საქართველო იყო ვისაც ახსოვს ეგ პერიოდი...ერთიანობაზეა აქ საუბარი..თორემ კარგი და ცუდი რომ ყველგანაა ეგ ბავშმაც იცის..
Labirinti...
08:49 12-03-2022
2

სიახლეები პოპულარული