ევრო 2016-ის 10 ყველაზე იაფფასიანი ფეხბურთელი [PHOTO]

AutoSharing Option
10 ივნისს საფრანგეთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი აიღებს სტარტს და 10 ივლისს დასრულდება.

ფინალურ სტადიაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს 24 ნაკრები. პირველ ივნისს ყველა ნაკრების მწვრთნელმა ოფიციალურად გამოაცხადა გუნდების განაცხადი.

გერმანული სააგენტო transfermarkt.de-ს მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ევრო 2016-ის ყველაზე იაფფასიანი ფეხბურთელების ათეულს.

10-9. ეიდურ გუდიონსენი. ისლანდია. "მიოლდე". 37 წლის. 300 ათასი ევრო
ეიდურ გუდიონსენი ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ისლანდიის თასის მფლობელი, რომელსაც ტურნირზე უფრო ჯოკერის როლი ექნება.

Sportall.Ge

10-9 ანსი აგოლი. ალბანეთი. "ყარაბახი". 33 წელი. 300 ათასი ევრო
ანსი აგოლი აზერბაიჯანის "ყარაბახის" მცველია, რომელსაც უთამაშია შვეიცარიასა და უკრაინაში.

Sportall.Ge

8. ოუენ ფონ უილიამსი. უელსი. "ინვერნესი". 29 წლის. 250 ათასი ევრო
შოტლანდიური "ინვერნესის" კარის დარაჯი უელსის ნაკრების მესამე მეკარეა, რომელმაც შესაძლოა, ვერც კი ითამაშოს ტურნირზე.

Sportall.Ge

7. კონორ მაკლაფინი. ჩრდილოეთი ირლანდია. "ფლიტვუდი". 24 წლის. 250 ათასი ევრო
მაკლაფინი ინგლისის მესამე დივიზიონის "ფლიტვუდის" მარჯვენა მცველია.

Sportall.Ge

6-5. ანატოლი ტიმოშუკი. უკრაინა. "ქაირათი". 37 წლის. 200 ათასი ევრო
უკრაინის ნაკრების კაპიტანი. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი. უთამაშია რუსეთში, გერმანიაში, უკრაინაში და ახლა კახა ცხადაძის ხელმძღანელობით, ალმათის "ქაირათში" თამაშობს. ტიმოშუკი მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებასაც იცავდა, რომელთან ერთადაც გერმანიის ჩემპიონი გახდა.

Sportall.Ge

6-5. ხიორტურ ჰერმანსონი. ისლანდია. პსვ. 21 წლის. 200 ათასი ევრო
ჰერმანსონმა ბოლო სეზონი იჯარით შვედურ "გეტერბორგში" გაატარა.

Sportall.Ge

4. როი ქეროლი. ჩრდილოეთი ირლანდია. "ნოტს ქაუნთი". 38 წლის. 150 ათასი ევრო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "ქაუნთის" ძირითადი მეკარე, რომელიც ინგლისის მეოთხე დივიზიონში თამაშობს.

Sportall.Ge

3. ორგეს შეხი. ალბანეთი. "სკენდერბეუ". 38 წლის. 125 ათასი ევრო
ნაკრების სათადარიგო მეკარე, რომელსაც ტურნირზე თამაში, სავარაუდოდ, არ უწერია.

Sportall.Ge

2-1. ინგვარ იონსონი. ისლანდია. "სანდეფიორდი". 26 წლის. 100 ათასი ევრო
მეკარე იონსონი ნორვეგიის მეორე დივიზიონში თამაშობს.

Sportall.Ge

2-1. ემრე მორი. თურქეთი. "ნორშელანი". 18 წლის. 100 ათასი ევრო
ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, რომელიც დანიაში გაიზარდა. ნახევარი წლის წინ სადებიუტო მატჩი ჩაატარა "ნორშელანში". ზამთრის შემდეგ გუნდში 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა.

მეტი სიახლე ევრო 2016-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული