"რუბინიდან" ურემოვიჩიც წავიდა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დანიელი ანდერს დრეიერისა და ჩერნოგორიელი სეად ჰაკშაბანოვიჩის შემდეგ "რუბინი" 25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა დატოვა.

ურემოვიჩი ყაზანურ გუნდში 2018 წელს ლიუბლიანის "ოლიმპიადან" გადავიდა, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 18 მატჩში მიღო მონაწილეობა. ის იანვარში "ჰერტას" 3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.

"რუბინთან" ურემოვიჩის მიერ კონტრაქტის შეჩერებამდე კლუბის საიტთან კომენტარი გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა: "არ მგონია, რომ ჩვენს ახლ ცხოვრებაში ეს სიახლეები წარმოუდგენელია. ჩემი პროგნოზი - ეს ყველაფერი მხოლოდ ჰაკშაბნოვიჩისა და დრეიერის დაკარგვით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვურთიერთობთ და გუნდში შექმნილი ვითარება
გვესმის, მაგრამ დეტალებს არ გავახმოვანებთ. როდესაც რაღაც ინფორმაცია ოფიციალური იქნება, ჩვენ გამოვაცხადებთ.

ეს ახალი რეალობაა, მხოლოდ ჩვენ როდი შევეჯახეთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ან უკვე შეეხო რუსეთის პრემიერლიგის ყველა გუნდს".

ასე რომ, შესაძლოა, "რუბინი" მალე ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვინღა რჩება გუნდში ეხლა კვარა იმედია წამოვა მაგ კლუბიდან თუ ვერ წამოვიდა რამდენიმე მიზეზი იქნება:
1.ჯუღელთან ეტყობა დავალებულია და დაყვება კვარა მის ნებას
2. არ უნდა კვარას წასვლა, რაც ძალიან ძნელი დასაჯერებელია
3. ვერ ძებნიან კლუბს, რაც ძნელი დასაჯერებელია, მაინდამაინც გრანდი თუ არა ბევრი საშუალო დონის კლუბი არ იტყვის კვარაზე უარს.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც კვარა შეიძლება არ წამოვიდეს, არის მისი აგენტი სხვა მიზეზი აქ გამორიცხულია. კვარას დარჩენა რუსეთის ჩემპიონატში იქნება უდიდესი შეცდომა.
zaza
20:25 13-03-2022
1
სპორტულ ჟურნალისტებთან და გამოცდილ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან მაქვს შეკითხვა/თხოვნა, ყოველ დღე რომ ზიან სპორტული გადაცემების ეთერებში.
რატომ არ საუბრობენ ამ თემაზე, რატომ არ განიხილავენ, რა დაემუქრება ფეხბურთელს, თუ ახლა გუნდიდან წავა და ზაფხულში ისევ დაბრუნება მოუწევს, რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ რომელიმე კარგმა გუნდმა წაიყვანოს, თან სათამაშო დრო ჰქონდეს და არ დაგვეღუპოს როგორც ტალანტი. ეგ ხალხი, ხომ გამოცდილია მსგავს საკითხებში.
მიეცით რაიმე რჩევა ამ ბიჭს, დაურეკეთ, ჩართეთ პირდაპირ ეთერში, დაუსვით შეკითხები, ოღონ პროფესიონალური და ისეთი, რის გამოც თვითონაც არ იქნება უხერხულში და ჩვენც პასუხს მივიღებთ, რაც გვაინტერესებს იმაზე.
ბოლო ვიდეოს რასაც ვუყურე ხვიჩაზე, იმას ეკითხებოდნენ ხინკალი გიყვარს თუ ელარჯიო და ხომ შეიძლება მეტი პროფესიონალიზმი გამოვიჩინოთ მის მიმართ?
თუ მისთვის ძვირფას დროს აცდენინებ და იმას ეკითხები რას ჭამს, რას უსმენს და მესი ჯობია თუ რონალდუ, ვინიციუსი თუ ანფუფატი, ხომ შეიძლება რაც რეალურად მისგან გვაინტერესებს ის ჰკითხოთ?!
რატომ ხართ ჩუმად, ამდენი ხალხი რომ ლანძღავს, ისე რომ აზრზე არ არიან რახდება, თქვენ მაინც დაიცავით ეგ ბიჭი უსამართლობისგან.
გაგვარკვიეთ მაყურებელი, რეალურად რა მოხდება თუ წავა, ან თუ დარჩება, დაინგრევა მისი კარიერა თუ აშენდება? რუსეთში ყოფნით სამუდამოდ ინგრევა მისი მომავალი თუ ახლა რომ წავიდეს და სტაბილური გუნდი ვერ ნახოს, იმ შემთხვევაში დაინგრევა?
ამაზე საერთოდ არ მიდის საუბარი და რაღაც სისულელეებით ამუნათებენ ბიჭს.
პროფესიონალის ნატამალი არ გაგვაჩნია.
Sommer
22:11 13-03-2022
2

სიახლეები პოპულარული