"რუბინიდან" ურემოვიჩიც წავიდა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დანიელი ანდერს დრეიერისა და ჩერნოგორიელი სეად ჰაკშაბანოვიჩის შემდეგ "რუბინი" 25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა დატოვა.

ურემოვიჩი ყაზანურ გუნდში 2018 წელს ლიუბლიანის "ოლიმპიადან" გადავიდა, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 18 მატჩში მიღო მონაწილეობა. ის იანვარში "ჰერტას" 3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.

"რუბინთან" ურემოვიჩის მიერ კონტრაქტის შეჩერებამდე კლუბის საიტთან კომენტარი გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა: "არ მგონია, რომ ჩვენს ახლ ცხოვრებაში ეს სიახლეები წარმოუდგენელია. ჩემი პროგნოზი - ეს ყველაფერი მხოლოდ ჰაკშაბნოვიჩისა და დრეიერის დაკარგვით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვურთიერთობთ და გუნდში შექმნილი ვითარება
გვესმის, მაგრამ დეტალებს არ გავახმოვანებთ. როდესაც რაღაც ინფორმაცია ოფიციალური იქნება, ჩვენ გამოვაცხადებთ.

ეს ახალი რეალობაა, მხოლოდ ჩვენ როდი შევეჯახეთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ან უკვე შეეხო რუსეთის პრემიერლიგის ყველა გუნდს".

ასე რომ, შესაძლოა, "რუბინი" მალე ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთში დარჩენა არუნდოდა. ახლა მითუმეტეს რატომ უნდა უნდოდეს იქ დარჩენა, რუსეთის ჩემპიონატს არცერთ ცივილურ ქვეყანაში აღარ აჩვენებენ და მანდ მოთამაშე ფეხბურთელებს არც არავინ დააკვირდება. აგენტმა ხელი უნდა შეუწყოს, რთული იქნება წამოსვლაც, რადგან ივნისში ისევ დაბრუნება უწევს და სხვა გუნდი ხომ უნდა იშოვოს, უთამაშებელი ხომ არ იქნება. გაურკვეველია მოკლედ ყველაფერი.
თუ ეგ ნაბიჯი გადადგა და წამოვიდა, მივესალმები. ნაკრების თამაშების გამო წამოსვლა უწევს საქართველოში და იმედია ნორმალურ გადაცემაში მაინც მიიწვევენ და დაუსვამენ შეკითხვებს, რას აპირებს, როგორ წავა მისი კარიერა და ასე შემდეგ.
ადეკვატურ გულშემატკივარს ეგ გვაინტერესებს ყველაზე მეტად.
Thomas
13 მარტი 2022 20:44
1
მე ვიცი რომ როსტოვტან ჩაატარებს ბოლო თამაშს და წამოვა ხვიჩაც ! ეს კარგი კია ერთი შეხედვით მაგრამ მერე რა უნდა ქნას თუ 2 თვეში ისევ უკან უნდა დაბრუნდეს ????
zura222
13 მარტი 2022 20:36
1
ეგ ინფორმაცია საიდან გაქვთ?
.
13 მარტი 2022 21:58
1
რომ წავიდეს,ვინმეს ხომ უნდაუნდოდეს.რა იდიოტობებს წერთ.
status quo
13 მარტი 2022 20:27
3
ვინღა რჩება გუნდში ეხლა კვარა იმედია წამოვა მაგ კლუბიდან თუ ვერ წამოვიდა რამდენიმე მიზეზი იქნება:
1.ჯუღელთან ეტყობა დავალებულია და დაყვება კვარა მის ნებას
2. არ უნდა კვარას წასვლა, რაც ძალიან ძნელი დასაჯერებელია
3. ვერ ძებნიან კლუბს, რაც ძნელი დასაჯერებელია, მაინდამაინც გრანდი თუ არა ბევრი საშუალო დონის კლუბი არ იტყვის კვარაზე უარს.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც კვარა შეიძლება არ წამოვიდეს, არის მისი აგენტი სხვა მიზეზი აქ გამორიცხულია. კვარას დარჩენა რუსეთის ჩემპიონატში იქნება უდიდესი შეცდომა.
zaza
13 მარტი 2022 20:25
1
კონტრაქტი რომ ამოეწურება უფასოდ მოუწევს რუბინს გაშვება და რეებს აკეთებენ ვერ ვხვდები
das
13 მარტი 2022 22:16
2
სასწაული.რას ელოდება ხვიჩა????ვინ ყავს ასეთი ჭკვიანი მრჩევლები.ან დავითაშვილი.ხასიათი მარტო ფეხბურთის თამაშისას კი არა,ასეთ დროსაც უნდა გამოავლინოს ადამიანმა.არ გადააყოლეს ამ უნიჭო ჯუღელს კარიერა და გულშემატკივრის პატივისცემა?
Master
13 მარტი 2022 19:35
1

სიახლეები პოპულარული